image

თემა: სიმდიდრე

ხედავ თუ არა, როგორ აქცევს ოქრო ადამიანებს მხეცებად და ეშმაკეულებად? რა შეიძლება იყოს მდიდარზე საძაგელი, რომელიც ყოველდღე ნატრობს, რომ შიმშილობა ჩამოვარდეს, რათა თვითონ ამის ხარჯზე დიდი მოგება ნახოს? ვნება მასში საწინააღმდეგოს აღძრავს: მას არ უხარია შეძენილი ხორბლის სიმრავლე, არამედ სწორედ იმიტომ სწუხს, რომ მეტისმეტად ბევრი მოსავალი შეიძინა. უნდა უხაროდეს, რომ ბევრს ფლობს, ის კი სწორედ ამის გამოა დამწუხრებული. ხომ ხედავ, რომ მდიდრები არც იმდენ სიამოვნებას იღებენ შეძენილ სიკეთეთაგან? ის, ვისაც ურიცხვი საწყაო ჰქონდა ხორბლისა, უფრო მეტად წუხდა და განიცდიდა, ვიდრე მშიერი; მაშინ, როცა ის, ვისაც მხოლოდ საარსებო პური ჰქონდა, მხიარულობდა, ხარობდა და ღმერთს მადლობას სწირავდა, ხოლო ასეთი სიმდიდრის მქონე სწუხდა და თავი დაღუპულად მიაჩნდა. ამრიგად, სიამოვნებას სიჭარებე კი არ გვგვრის, არამედ კეთილგონიერება, და აი ისინიც, რამდენადაც მეტს ფლობენ, მით მეტ დანაკლისს გრძნობენ და რაც უფრო მეტს შეიძენენ, მით უფრო მეტად ღარიბდებიან
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები