ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: იესოს ლოცვა
იესოს ლოცვა თანდათანობით მოქმედებს:პირველად იგი მხოლოდ გონებაზე მოქმედებს,სიმშვიდესა და ყურადღებას ანიჭებს მას,შემდეგ გულში შეაღწევს,გამოიყვანს სასიკვდილო ძილისაგან და მის გაცოცხლებას ლმობიერების და გრძნობითა და ცრემლით გამოაჩენს.ეს ლოცვა უფრო ჩაღრმავდება და ნელ-ნელა სულისა და სხეულის ყველა ნაწილში ამოქმედდება,ყოველი ადგილიდან დაიწყებს ცოდვის გამოდევნას,ეშმაკის მბრძანებლობის,ზემოქმედებისა და გესლის განადგურებას.