
ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
თემა:
სიტყვა
ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაი უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაი მისთვის
“ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაი უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაი მისთვის დღესა მას სასჯელისასა“ (მათ. 12, 36). განა არ ლაპარაკობს ეს იმის შესახებ, რომ ყოველგვარი ღვარძლიანი და ცრუ სიტყვა არღვევს სამყაროს წესრიგს და შეურაცხყოფს მაცხოვარს? კეთილ თუ ბოროტ სიტყვას, რომელსაც ჩვენ აშკარად და ფარულად, ფიქრში წარმოვთქვამთ, მთელი სამყარო გრძნობს, გრძნობს გრძნობათა შემოქმედიც. როგორ შეიძლება სიტყვა დაფარული იქნას იმისაგან, ვისთვისაც ყველა ფიქრი ცნობილია?
|