წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ერთხელ როდესაც ნეტარი იოანე ლოცვად იდგა, მას სულიერი თვალი აეხილა და იხილა ეშმაკები. მათ ღვთის

ერთხელ როდესაც ნეტარი იოანე ლოცვად იდგა, მას სულიერი თვალი აეხილა და იხილა ეშმაკები. მათ ღვთის კაცთან მიახლოება ვერ გაბედეს, მაგრამ განდგომაც არ სურდათ. როდესაც ასე შეშინებულებს ხედავდა, წმიდანმა ჰკითხა, თუ რისი ეშინოდათ ყველაზე მეტად? – „სამი რამის, – უპასუხეს ეშმაკებმა, – მისი, რასაც ქრისტიანები გულზე ატარებენ; რითაც ქრისტიანები ეკლესიაში განიბანებიან და – რასაც ისინი ეკლესიაში იგემებენ“. – „ამ სამთაგან უფრო მეტად რომელია თქვენთვის საშიში?“ – კვლავ შეეკითხა წმინდანი: – „ის რასაც თქვენ ეკლესიაში იგემებთ:. – უპასუხეს ჯოჯოხეთის მსახურებმა.
    რა არის შენთვის გაუგებარი? ის, რასაც ქრისტიანები გულზე ატარებენ – ჯვარია. რითაც განიბანებიან ეკლესიაში – ნაკურთხი წყალი, ხოლო რასაც იგემებენ, ეს – წმიდა ზიარება გახლავს. ჯვარი – სიმბოლოა ტანჯვაგამოვლილი სიყვარულის გამარჯვებისა. ნაკურთხი წყალი განწმენდს და ნიშანია სულიერი და სხეულებრივი სიწმინდისა, ზიარება – ზეციური ტრაპეზია, რომლითაც სულს საკვებად ქრისტეს სისხლსა და ხორცს სთავაზობენ. განა გასაკვირია, თუკი ეშმაკები ამ სამი სიწმინდისაგან თრთიან? თრითიან და ადამიანებს საწინააღმდეგო რჩევებს უჩურჩულებენ:
    1. ნებისმიერ ფასად თავიდან აიცილონ ტანჯვა (სურთ ამგვარად ადამიანის გულიდან სიყვარული და კაცთმოყვარება ამოძირკვონ);
    2. იცხოვრონ ცოდვისმიერი უწმინდურებით (რათა ადამიანები საკუთარ მონებად და ახლობლებად აქციონ, ჩამოაშორონ ისინი უწმინდეს ღმერთს);
    3. აშიმშილონ და შიმშილით მოაშთონ თავიანთი სულები, არ მისცენ მათ ღვთიური საზრდო, რომელსაც ისინი თავისი ბუნებიდან გამომდინარე მიელტვიან, არამედ, გამოკვებონ მხოლოდ მიწერიერი საზრდოთი, მსგავსად ცხოველისა (ზიარების ჯოჯოხეთის სულებს ყველაზე მეტად იმიტომაც ეშინიათ, რომ იგი ადამიანის ღმერთისაკენ ზეაღსვლას აგვირგვინებს და მასთან აკავშირებს).
 
თემატური კითხვები
0