
ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა:
ეშმაკი დემონი
უნდა ითქვას, რომ თავდაცვითი სულიერი საშუალება ეშმაკის წინააღმდეგ მოთმინებაა, ხოლო მასთან საბრძოლო
უნდა ითქვას, რომ თავდაცვითი სულიერი საშუალება ეშმაკის წინააღმდეგ მოთმინებაა, ხოლო მასთან საბრძოლო იარაღი – მორჩილება და სიმდაბლე. ეშმაკის შემუსვრა არის ის აღმადგინებელი ბალზამი, რომელიც ქრისტემ მოგვანიჭა თავისი მსხვერპლშეწირვით ჯვარზე. – ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ეშმაკი უშხამო გველს, კბილებდაცლილ ძაღლსა ჰგავს, ეშმაკს მისი შხამიანი ძალა წაერთვა, ძაღლებს ანუ დემონებს შეემუსრათ კბილები. ისინი ახლა განიარაღებულნი არიან, ჩვენ კი – ჯვრით შეიარაღებულნი. ეშმაკები ვერ შეძლებენ საბოლოო ჯამში რაიმე დაუშაონ ღვთის ქმნილებას, თუ ჩვენ თავად არ მივცემთ მას ამის უფლებას. მათ მხოლოდ დებოშის ატეხვა შეუძლიათ, – ძალაუფლება კი არა აქვთ.
|