წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ყოფილხარ კი ომში? იცი კი, რამდენად მნიშვნელოვანია სამხედრო საქმეში საფარისა და შენიღბვის ხელოვნების

ყოფილხარ კი ომში? იცი კი, რამდენად მნიშვნელოვანია სამხედრო საქმეში საფარისა და შენიღბვის ხელოვნების ცოდნა, იმისათვის, რომ მტერმა შენი არმიის შესახებ არაფერი იცოდეს. ყოველი მხედართმთავრისათვის სასიხარულო იქნებოდა იმის ცოდნა, რომ მტერმა არაფერი უწყის მის არმიაზე. იყო დრო, როდესაც ეშმაკები აშკარად ეცხადებოდნენ ადამიანებს და თავიანთ ქსელში აბამდნენ. ახლა კი მათ ტაქტიკა შეცვალეს და ვერაგობას მიმართავენ: მათთვის მთავარი სიამოვნება ისაა, როცა ადამიანები უარყოფენ არაწმიდა ძალებს და ფიქრობენ, რომ ეშმაკები არ არსებობენ. მაგრამ ვშიშობ, რომ არავინ ისე ახლოს არ დგას მასთან, ვიდრე ის, ვინც მის არარსებობას ამტკიცებს.
    ამ სამყაროში ჩვენ ბრძოლის ველზე ვიმყოფებით – ფარულ თუ აშკარა მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში. გაგვიძნელდება, თუკი ფარულ მტერს უარვყოფთ. რა აზრი აქვს ჩვენ გამარჯვებას დათვებსა და მგლებზე, თუ ბალახში გველი დაგვგესლავს?
 
თემატური კითხვები
0