პაისი მთაწმინდელი

ჩვენ ჯერ კიდევ არ გაგვიაზრებია ის ფაქტი, რომ ეშმაკს ღვთის ქმნილების დაღუპვა აქვს განზრახული. მან

ჩვენ ჯერ კიდევ არ გაგვიაზრებია ის ფაქტი, რომ ეშმაკს ღვთის ქმნილების დაღუპვა აქვს განზრახული. მან მოაწყო „პანკინია“, რათა სამყარო დაღუპოს, ის გაცოფებულია, რადგან ქვეყნიერებაზე სიკეთე ამოქმედდა. ის გაკოტრებულია, რადგან იცის, რომ სამოქმედოდ დიდი დრო აღარ დარჩენია“. ის ახლა იქცევა იმ დამნაშავესავით, რომელიც, რადგანაც ხედავს, რომ ალყაშია მოქცეული, ამბობს: „ვერ გადავრჩები, ისინი შემიპყრობენ“... და მარჯვნივ და მარცხნივ ყოველივეს ანადგურებს. ანდა როგორც ომის დროს ხდება ხოლმე, როცა საომარი მასალა გამოილევა, ჯარისკაცები ხიშტსა და ხმალს მოიმარჯვებენ, ომში გადაეშვებიან და მოხდეს, რაც მოსახდენია! „სულერთია, – ამბობენ ისინი – მაინც ვიღუპებით. რაც შეიძლება მეტი მტერი მაინც გავანადგუროთ“! ქვეყნიერებას ცეცხლი უკიდია, თქვენ გესმით ეს? უდიდესი განსაცდელები აიშალნენ. ეშმაკმა ისეთი ხანძარი დაანთო, ყველა მეხანძრე რომ ერთად შეიყაროს, ჩაქრობას ისინიც კი ვერ შეძლებენ. სულიერ ხანძარს უვნებლად ვერაფერი გადაურჩება. მხოლოდ ლოცვაღა დაგვრჩენია, რათა ღმერთმა შეგვიწყალოს. როდესაც დიდი ხანძარი ჩნდება და მეხანძრეები მის ჩაქრობას ვერ ახერხებენ, ადამიანები ხომ იძულებულნი ხდებიან, ღმერთს მიმართონ და მისგან დიდი წვიმა გამოითხოვონ, რათა ცეცხლი მაინც დააცხროს. იგივეა სულიერი ხანძარიც, რომელიც ეშმაკმა აღაგზნო და მხოლოდ ლოცვაა საჭირო, რათა შეგვეწიოს უფალი.
 
თემატური კითხვები
0