ძველ ეკლესიაში არსებობდა საზოგადო სინანულის წესი დაცემულთათვის, რომლებმაც ვერ შეინარჩუნეს რწმენა

ძველ ეკლესიაში არსებობდა საზოგადო სინანულის წესი „დაცემულთათვის“, რომლებმაც ვერ შეინარჩუნეს რწმენა დევნილობის დროს. ამ წესის თანახმად მონანულები ოთხ ჯგუფად ნაწილდებოდნენ:
    ა) „მოტირალნი“ – მათ არ ჰქონდათ საზოგადო ღვთისმსახურებაზე დასწრების უფლება და ეკლესიის კარიბჭესთან განრთხმულნი ტირილით ევედრებოდნენ ტაძარში შემსვლელებს მათზე ელოცათ;
    ბ) „მსმენელნი“ – მათ ნება ეძლეოდათ კათაკმეველთა ლიტურგიის დასრულებამდე ტაძრის სტოაში მდგარიყვნენ;
    გ) „მუხლმოდრეკილნი“ (შევრდომილნი) – ისინი შედიოდნენ საკუთრივ ტაძარში, მაგრამ ასევე არ მონაწილეობდნენ მართალთა ლიტურგიაში. წირვის შემდგომ მუხლმოდრეკით იღებდნენ მწყემსის დალოცვას;
    დ) „თანამდგომნი“ – ისინი იდგნენ მართლებთან ერთად მთელი ლიტურგიის მანძილზე, მაგრამ არ შეეძლოთ წმინდა საიდუმლოს ზიარება.
 
თემატური კითხვები
0