
ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
თემა:
ვნებები
ვნება ბრმაა; როცა ის სულის სფეროში იჭრება, მაშინ ადამიანი წყვდიადში დაძრწის. ამ ლაბირინთიდან
ვნება ბრმაა; როცა ის სულის სფეროში იჭრება, მაშინ ადამიანი წყვდიადში დაძრწის. ამ ლაბირინთიდან გამოსასვლელი არ არის. ვნებები ცრუობენ. ისინი სიმახინჯეს სილამაზედ წარმოაჩენენ. ჩვენ ვამბობდით, რომ ყველაზე საძაგელი სურათი, რაც კი შეიძლება კაცმა წარმოიდგინოს, საფლავში გახრწნილი გვამია; მატლებისაგან შეჭმული გვამი – ეს სახეა ჯოჯოხეთისა და ამავე დროს სამშვინველისაც, რომელსაც ვნებები ხრავენ.
|