
ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
თემა:
ვნებები
ვნება კერპს ჰქმნის: ვნებით დატყვევებული ადამიანი ამ ვნების საგნის – სხვა ადამიანის აღქმაში რეალობის
ვნება კერპს ჰქმნის: ვნებით დატყვევებული ადამიანი ამ ვნების საგნის – სხვა ადამიანის აღქმაში რეალობის შეგრძნებას კარგავს და იმ ღირსებებს მიაწერს, რაც მას არ ახასიათებს. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ვნება ყოველთვის ბრმაა, ის ყოველთვის ცრუობს. თავად ბრმა, გონებასაც აბრმავებს და ორივენი ერთ ორმოში ცვივიან: „ეტყოდა მათ იგავსაცა: ნუ ხელეწიფების ბრმასა ბრმისა წინა ძღუანვად? არამეა ორნივე ჯურღმულსა შთაცვივენ? (ლკ. 6, 39).
|