ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: იესოს ლოცვა
წაგიკითხავთ რაიმე იესოს ლოცვის შესახებ? საქმითაც ხომ იცით ის. ასეა, მხოლოდ ის გვეხმარება, რომ შინაგანად მტკიცედ მოვწესრიგდეთ და გარეგან საზრუნავებს საშუალება არ მივცეთ ს წესრიგი დაგვირღვიონ; ის, მხოლოდ ის გვაძლევს ძალას, მამათა დარიგება აღვასრულოთ: ხელები დააკავეთ საქმით, ხოლო გონება და გული ღმერთით. რაცა ის გულს ერწყმის, შიგნით, აღარ წყდება, არამედ მუდმივად არის და არის... რაიმეს სისტემატური აღძვრა გულში ძნელად მისაღწევია, მაგრამ ერთის ან ერთგვარის შეკავება უცილობელ საქმეთა მრავალფეროვნების ფონზე შეიძლება. ეს იესოს ლოცვის მეშვეობით ხორციელდება, როცა ის გულს შეერწყმება. როგორ შეერწყმება?! ვინ იცის, როგორ? მაგრამ შეერწყმება. მოღვაწე აცნობიერებს ამას, მაგრამ ვერ ხვდება, როგორ აღესრულება ეს შრომა... სვლა ღვთის წინაშე, ლოცვის რაც შეიძლება ხშირი გამეორება. დრო გამოიძებნა? მაშინვე მისკენ... და მოგეცემა...
გვირჩევენ, ლოცვის შესახებ უფრო მეტი ვიკითხოთ, რამეთუ კითხვა მიეკუთვნება იესოს ლოცვის განახლების და გამოცოცხლების საშუალებათა რიგს.
გვირჩევენ, ლოცვის შესახებ უფრო მეტი ვიკითხოთ, რამეთუ კითხვა მიეკუთვნება იესოს ლოცვის განახლების და გამოცოცხლების საშუალებათა რიგს.