თემა: ზიარება

სულიერ გზას სინანულით უნდა შეუდგე და საღვთო ევქარისტიის საიდუმლოთი განმტკიცდე. ზიარება უნდა მიიღო

სულიერ გზას სინანულით უნდა შეუდგე და საღვთო ევქარისტიის საიდუმლოთი განმტკიცდე. ზიარება უნდა მიიღო არა წელიწადში ერთხელ, როგორც ეს ამა სოფლისკენ მიდრეკილ ქრისტიანებს ექცათ ჩვევად, არამედ ბევრჯერ, როგორც მონასტერშია მიღებული, რადგან ხშირი ზიარების გარეშე შეუძლებელია სულიერი ცხოვრება ერში. შენი სხეული ხომ იფიტება და უძლურდება, როდესაც საკვებს არ აწვდი. სულსაც სჭირდება თავისი ზეციური საზრდო, არადა გამოიფიტება და დაძაბუნდება. ზიარების გარეშე შენში მინელდება სულიერი ცეცხლი, მას ამსოფლიური ხარახურა დაეყრება და ქვეშ დაიტანს.
 
თემატური კითხვები
0