
ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: აღდგომა
საწუთრო, ყვავილია, მწუხრის ჟამს რომ ჭკნება, და ნუ გაცდუნებს; სიზმარია დავიწყებადი და ნუ გწამს მისი; აჩრდილია განქარვებადი და ნუ შეხედავ მაქ; ლერწამია დაჩეჩქვილი და ნუ მიეყრდნობი მას, ხელი რომ არ გაგიხვრიტოს. სიცრუის ვრცელი ზღვაა წუთისოფელი; ნუ შეხვალ მასში, რათა მისმა ღელვამ არ დაგნთქას; და მსწრაფლწარმავალია, როგორც წერია. სიმდიდრე განქარდება, ხელმწიფობა დაიხსნება და დიდება დაეცემა. წუთისოფლის სიამენი საუკუნო სიკეთით შეიცვლება; ბოროტება არ დაისადგურებს და ნება სურვილზე მიშვება ფუჭი და უქმი აღმოჩნდება. ყოველივე ეს წახდება და სხვა რამ წარმოჩნდება; ტყუილი დაირღვევა და სამართალი გამოჩნდება; დახსნადი დაეცემა და დაუხსნელი გამოცხადდება; გახრწნადი დაირღვევა და უხრწნელი აღდგება