ავტორი:
წმ. ნილოს სორელი
წყარო:
გონებრივი ღვაწლი. იესოს ლოცვის შესახებ [გვ. 49]
თემა:
წარმოდგენები ლოცვისას
იმისათვის, რომ გონიერი ლოცვის აღსრულებისას არ ჩავარდე ხიბლში, არ დაუშვა რაიმე წარმოდგენები, სახები
იმისათვის, რომ გონიერი ლოცვის აღსრულებისას არ ჩავარდე ხიბლში, არ დაუშვა რაიმე წარმოდგენები, სახები და ხილვები; რამეთუ აზრების გაფანტვა, ძლიერი ოცნებები და მოძრაობები არ წყდება მაშინაც, როდესაც გონება გულშია დამკვიდრებული და იქიდან ლოცულობს. მათი შეკავება მხოლოდ მას ძალუძს, ვინც სულიწმიდის მადლით მიაღწია სრულყოფილებას და იესო ქრისტეს მეოხებით მოიხვეჭა გონების ურყეობა.
|