წმ. ეფრემ ასური - სინანული
წმ. ეფრემ ასური

თემა: სინანული

მაშასადამე, ამიერიდან აღარ უნდა გვიყვარდეს განქარვებადი, არამედ განვიშოროთ იგი, როგორც ურგები და გამოუსადეგარი რამ. მოდით, ამიერიდან სინანულს შევუდგეთ. როდის დადგება ეს დრო? ვშიშობ, ვაითუ არც დადგეს. მთელი ჩვენი ცხოვრების დრო ამაოების მსახურებაში მოვკალით და ვაითუ მცირეღა დარჩენილა ჩვენი დღეების სათვალავი. ეკრძალე, რათა ბოროტად არ გაასრულო დარჩენილი ჟამიც - ისევე, როგორც წარსული დრო - და ღმერთს ემსახურე გულმოდგინედ, რომელიც კურთხეულია აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები