არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი

ყოველი ჩვენგანი, გამონაკლისის გარეშე, განვიცდით ავხორცული, ბილწი ზრახვების გავლენას, გულში ვტკბებით

ყოველი ჩვენგანი, გამონაკლისის გარეშე, განვიცდით ავხორცული, ბილწი ზრახვების გავლენას, გულში ვტკბებით ამ ზრახვებით, ვაქებთ მათ. გულისთქმით მივჩერებივართ ლამაზ სახეებს, ვცოდავთ ბილწსიტყვაობით, სასიყვარულო ზრახვებით, უსირცხვილო მოძრაობით, კეკლუცობით, მუსუსობით, მაჭანკლობით, გადამეტებული ჭამა–სმით, ზედმეტი ძილით, რომანების კითხვით, სხვადასხვა სასიყვარულო სცენების ყურებით (თეატრში, კინოსა თუ ტელევიზორში), მაცთუნებელი სურათების, ამაზრზენი ღია ბარათებისა და ფოტოების თვალიერებით, თავისუფალი მოპყრობითა და შეთამაშებით მოპირდაპირე სქესის წარმომადგენლებთან, გადამატებელი პრანჭვითა და კოსმეტიკის ხმარებით, რათა შევმატოთ ჩვენს თავს (როგორც ჩვენ გვგონია) მიმზიდველობა; შეუფერებელი, ან უსირცხვილოდ გაშიშვლებული ჩაცმულობით, ან სქესისათვის შეუფერებელი ჩაცმულობითა და ვარცხნილობით, ზედმეტი საუბრებით, უღირსი ხუმრობებით, ბილწი ანეკდოტების მოსმენითა და მოყოლით, სხვადასხვა ორაზროვანი ფრაზებით, მინიშნებებითა და ოხუნჯობებით.
 
თემატური კითხვები
0