
ავტორი:
წმ. ალექსი ბერი
თემა:
იმედი სასოება
შევეხოთ შინაგან ძალთა შორის ჩვენი არსებობის კიდევ ერთს მთავარ ძალას, რომელ არს იმედი. იმედის თვისება
შევეხოთ შინაგან ძალთა შორის ჩვენი არსებობის კიდევ ერთს მთავარ ძალას, რომელ არს იმედი. იმედის თვისება და ძლიერება ცნობილია ყველასაგან. იმედი მთელ საადამიანო ჭირ–ვარამთა მღელვარე ზღვის განსარინებელი ხომალდია, რომლის უმისოდ ადამიანს ნაბიჯიც არ შეუძლია გადადგას. იმედით მგზავრობს მგზავრი, იმედით ვაჭრობს ვაჭარი, იმედით სწავლობს მოსწავლე, იმედით ვთესავთ და ვფლავთ თესლს დედამიწაში, – ყოვლადვე ყოველსა შინა სიცოცხლის არსებობას წინ უძღვის ძლევამოსილი იმედი და ეს იმედი ხომ პირმშო ძეა სარწმუნოებისა. სარწმუნოება იმედის თავსაკიდურია, ვინაიდაგან სარწმუნოება შობს იმედს, იმედი შობს ნუგეშინისცემას, ნუგეშინისცემა აღუსუბუქებს ადამიანს ჭირ–ვარამს და შობს სიმხნეს.
|