წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

განუწყვეტელი განსწავლა იესოს ლოცვაში აღესრულება ბაგეებით ან გონებით ამ ლოცვის მშვიდად წარმოთქმით,

განუწყვეტელი განსწავლა „იესოს ლოცვაში“ აღესრულება ბაგეებით ან გონებით ამ ლოცვის მშვიდად წარმოთქმით, რასაც აუცილებლად უნდა ახლდეს ყურადღება და სინანულის გრძნობა. ეშმაკი ვერ იტანს სინანულის კეთილსურნელებას; იმ სულს, რომელიც ამ კეთილსურნელებას გამოსცემს, ეშმაკი თავის საცთურებიანად გაურბის. ამგვარად აღსრულებული „იესოს ლოცვა“ საუკეთესო იარაღია ყველა ვნების წინააღმდეგ, საუკეთესო საქმიანობაა გონებისთვის ხელსაქმის, მოგზაურობისა და ყველა იმ შემთხვევის დროს, როდესაც შეუძლებელია კითხვა და ფსალმუნთგალობა.
 
თემატური კითხვები
0