თვითონ გესმით, რომ მშვიდობა სათნოების შედეგია და არა ადამიანთა გამჭრიახობის. თქვენ იცით, ანგელოზნი უფლისა ბეთლემის გამოქვაბულის თავზე თუ როგორ გალობდნენ და განადიდებდნენ უპირველესად უფალს, ხოლო შემდგომ - მშვიდობას დედამიწაზე: „დი...
იხილეთ სრულად
თვითონ გესმით, რომ მშვიდობა სათნოების შედეგია და არა ადამიანთა გამჭრიახობის. თქვენ იცით, ანგელოზნი უფლისა ბეთლემის გამოქვაბულის თავზე თუ როგორ გალობდნენ და განადიდებდნენ უპირველესად უფალს, ხოლო შემდგომ - მშვიდობას დედამიწაზე: „დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაი და კაცთა შორის სათნოებაი“.
link
ძმას უნდა შეამეცნებინო სიყვარულით, მშვიდად. მშვიდობა იკარგება, თუ სული პატივმოყვარეობს, ან თავს იმაღლებს ძმის წინაშე, ან განიკითხავს ვინმეს, ან ძმას დაუწყებს შეგონებას, მაგრამ არა მშვიდად და არა სიყვარულით; თუ შევჭამთ ბევრს, ან ვი...
იხილეთ სრულად
ძმას უნდა შეამეცნებინო სიყვარულით, მშვიდად. მშვიდობა იკარგება, თუ სული პატივმოყვარეობს, ან თავს იმაღლებს ძმის წინაშე, ან განიკითხავს ვინმეს, ან ძმას დაუწყებს შეგონებას, მაგრამ არა მშვიდად და არა სიყვარულით; თუ შევჭამთ ბევრს, ან ვილოცებთ მოდუნებულად _ ყველაფერ ამისთვის იკარგება მშვიდობა. მაგრამ თუ მივეჩვევით გულითად ლოცვას მტრებისათვის და მათ შევიყვარებთ, მშვიდობა მუდამ იქნება ჩვენს სულებში.
link
ხოლო არიან, რომელნი უდებ–ჰყოფენ გზასა ამას და თვით გაუსწორებელნი მისდევენ გასწორებასა ქვეყნისასა. ესე ვითართა პირთათვის მშვენივრად მოეზავების სიტყვა ესე მაცხოვრისა: „მკურნალო, განიკურნე პირველად თავი თვისი“. ყოველი, რომელიც თავის ...
იხილეთ სრულად
ხოლო არიან, რომელნი უდებ–ჰყოფენ გზასა ამას და თვით გაუსწორებელნი მისდევენ გასწორებასა ქვეყნისასა. ესე ვითართა პირთათვის მშვენივრად მოეზავების სიტყვა ესე მაცხოვრისა: „მკურნალო, განიკურნე პირველად თავი თვისი“. ყოველი, რომელიც თავის შინაგან ცხოვრების გასწორებას არ ეცდება და არ დაამყარებს თვის შორის სრულ მშვიდობას, იგი საერთოდ კაცთა შორის მშვიდობას, იგი საერთოდ კაცთა შორის მშვიდობიანობას ვერ დააფუძნებს, არამედ პირიქით, ხშირად დაარღვევს მას.
აი, რას მ...
link
611. როგორ უნდა გავიგოთ სახარების სიტყვები: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქუეყანასა ზედა; არ ამოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა“. (მათ. 10, 34)
270. ესათნოება თუ არა ყოველნაირი მშვიდობა ღმერთს?
რით ვარღვევთ თანხმობასა და მშვიდობას? ჩვენ ვართ ჯიუტნი და თავნებანი, უკიდურესად დაჟინებულნი საკუთარ აზრსა და სურვილებში, ვართ პატივმოყვარენი და დიდებისმოყვარენი. თავს ვთვლით სხვებზე ჭკვიანად და უკეთესად და არაფრის დათმობა არ გვინდ...
იხილეთ სრულად
რით ვარღვევთ თანხმობასა და მშვიდობას? ჩვენ ვართ ჯიუტნი და თავნებანი, უკიდურესად დაჟინებულნი საკუთარ აზრსა და სურვილებში, ვართ პატივმოყვარენი და დიდებისმოყვარენი. თავს ვთვლით სხვებზე ჭკვიანად და უკეთესად და არაფრის დათმობა არ გვინდა. ნამცეციც კი არ მოგვეპოვება თავმდაბლობისა, მოკრძალებისა. სხვისი თითქმის ყველაფერი გვშურს: სიმდიდრე, ბედნიერება, ჯანმრთელობა, ნიჭი, წარმატება და ამიტომაც ვცდილობთ მათი დამსახურების ჩრდილის მიყენებას, ცილისწამებას. თანხმ...
link
საკუთარი თავის მშვიდობისყოფის შემდეგ, მშვიდობა უნდა ვუყოთ მოყვასსა ჩვენსა. ადამიანის შინაგანი რღვევა, ერთმანეთის მიმართ გაუცხოვება, ეს ყოველივე ადამისა და ევას დაცემის გამო ღმერთთან მადლმოსილი კავშირის რღვევის შედეგია. ამ კავშირის...
იხილეთ სრულად
საკუთარი თავის მშვიდობისყოფის შემდეგ, მშვიდობა უნდა ვუყოთ მოყვასსა ჩვენსა. ადამიანის შინაგანი რღვევა, ერთმანეთის მიმართ გაუცხოვება, ეს ყოველივე ადამისა და ევას დაცემის გამო ღმერთთან მადლმოსილი კავშირის რღვევის შედეგია. ამ კავშირის აღდგენის გარეშე, ღმერთთან შერიგების გარეშე, ცხონება შეუძლებელია. ჩვენს ეპოქას განსაკუთრებით ახასიათებს ადამიანთა შორის გაუცხოება, გულითადი კავშირების გაწყვეტა, ურთიერთნდობისა და გულწრფელი, კეთილგანწყობილი ლტოლვის დაკარგ...
link
სულიერი მშვიდობის შესანარჩუნებლად საჭიროა ყოველი ღონე იხმარო, რათა თავი აარიდო სხვის განკითხვას. მდუმარებითა და დათმობით მოიპოვებ სულიერ მშვიდობას.
მარადიული ნეტარების მოპოვების მსურველნი უნდა იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, ანუ უპირველეს ყოვლისა, უნდა სცადონ დარღვეული მშვიდობის აღდგენა, მომხდარი უთანხმოების შეწყვეტა. სხვისთვის მშვიდობის მოფენა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც საკუთარ თავშ...
იხილეთ სრულად
მარადიული ნეტარების მოპოვების მსურველნი უნდა იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, ანუ უპირველეს ყოვლისა, უნდა სცადონ დარღვეული მშვიდობის აღდგენა, მომხდარი უთანხმოების შეწყვეტა. სხვისთვის მშვიდობის მოფენა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც საკუთარ თავში დაამყარა მშვიდობა. სწორედ ამიტომ გვმართებს ქრისტიანებს ყოველი ძალით სულიერი მშვიდობის შენარჩუნება. რითი ირღვევა მშვიდობა გულისა? – ვნებებით! მათ შორის უპირველესია მრისხანება და სიკაპასე. სულის მშვიდობის შესანარჩუნებლად...
link
ნუ ჰგონებ შენ, ძმაო, რომ მშვიდობა ჰნიშნავს რომელსამე დაძინებასა, ანუ განსვენებასა, ანუ სულირსა უძრაობასა და უგრძნობელობასა. იგი ჰნიშნავს სრულიად ამის წინააღმდეგსა. მშვიდობა არის სულიერი ძალი და მოქმედება; ის მშვიდობა, რომელიც მაცხ...
იხილეთ სრულად
ნუ ჰგონებ შენ, ძმაო, რომ მშვიდობა ჰნიშნავს რომელსამე დაძინებასა, ანუ განსვენებასა, ანუ სულირსა უძრაობასა და უგრძნობელობასა. იგი ჰნიშნავს სრულიად ამის წინააღმდეგსა. მშვიდობა არის სულიერი ძალი და მოქმედება; ის მშვიდობა, რომელიც მაცხოვარმან, მკვდრეთით აღდგომილმან, უწინარეს ყოვლისა ახარა მოწაფეთა თვისთა, მეტყველმან: „მშვიდობა თქვენთანა“, და არომელი იყო უდიდესი და უტკბილესი ხარება შორის პირველთა ქრისტეანეთა; ის ზეგარდამო მშვიდობა, რომელსა ჩვენ ყოველ წ...
link