ხშირად ხდება, რომ ციხიდან განთავისუფლებულს სამსახურში არ იღებენ. ის აწუხებს ხან ერთ, ხან მეორე ორგანიზაციას, მაგრამ ყველგან უარით ისტუმრებენ. არავინ ფიქრობს, სად უნდა იშოვოს მან პურის ფული, სად იცხოვროს, რა ჩაიცვას... ყოფილი პატიმ...
იხილეთ სრულად
ხშირად ხდება, რომ ციხიდან განთავისუფლებულს სამსახურში არ იღებენ. ის აწუხებს ხან ერთ, ხან მეორე ორგანიზაციას, მაგრამ ყველგან უარით ისტუმრებენ. არავინ ფიქრობს, სად უნდა იშოვოს მან პურის ფული, სად იცხოვროს, რა ჩაიცვას... ყოფილი პატიმარი იძულებული ხდება კვლავ იქურდოს, ახალი დანაშაული ჩაიდინოს და ისევ ციხეში მოხვდეს. ასე უაზროდ იკარგება წლები, იკარგება სიცოცხლე.
ხშირად გაიგონებთ რომ ახალგაზრდამ თავის ამხანაგს დანით ათობით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მას კი სინანული არ დაუფლებია; ანდა შვილმა მშობელი მალულად მოკლა, მერე მშვიდად იდგა ცხედართან და ახლობლებისა და ნაცნობებისაგან სამძიმარს იღე...
იხილეთ სრულად
ხშირად გაიგონებთ რომ ახალგაზრდამ თავის ამხანაგს დანით ათობით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მას კი სინანული არ დაუფლებია; ანდა შვილმა მშობელი მალულად მოკლა, მერე მშვიდად იდგა ცხედართან და ახლობლებისა და ნაცნობებისაგან სამძიმარს იღებდა.საიდან მოდის ასეთი დაუნდობლობა, ასეთი სისასტიკე?გეკითხებით, განა შეიძლება, ნამდვილად მორწმუნე, ღვთისმოსავმა ადამიანმა ასეთი საშინელი დანაშაული ჩაიდინოს?რა თქმა უნდა, არა, თუ იგი ფსიქიურად არ არის დაავადებული.აი, სადა...
სოციალ-პოლიტიკური საკითხების თეორეტიკოსები როცა ათეიზმს ქადაგებდნენ, ვერ საზღვრავდნენ, რომ ამით პიროვნებაში ნერგავდნენ ისეთ სისასტიკეს, რომელსაც არა აქვს საზღვარი. უღვთო ადამიანი ჩაიკეტა თავის ეგოიზმში. მას არ აწუხებს ბედი მოყვასი...
იხილეთ სრულად
სოციალ-პოლიტიკური საკითხების თეორეტიკოსები როცა ათეიზმს ქადაგებდნენ, ვერ საზღვრავდნენ, რომ ამით პიროვნებაში ნერგავდნენ ისეთ სისასტიკეს, რომელსაც არა აქვს საზღვარი. უღვთო ადამიანი ჩაიკეტა თავის ეგოიზმში. მას არ აწუხებს ბედი მოყვასისა, მათი, ვინც თვეობით, წლობით უპატრონოდ წევს საავადმყოფოში, არ აწუხებს ხვედრი ქვრივთა, ობოლთა, მარტოხელა მოხუცებულთა... მისი საზრუნავი მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობაა.
შემთხვევითი არ არის, რომ კეთილსაქმეთა ჩამოთვლისას, მოციქულმა პავლემ პირველ ადგილზე მოწყალება დააყენა. სწორედ მოწყალება აკლდა ყველაზე მეტად ძველ მსოფლიოს. გავიდა 2000 წელი და თანამედროვე ადამიანსაც კვლავ მოწყალება აკლია ყველაზე მეტ...
იხილეთ სრულად
შემთხვევითი არ არის, რომ კეთილსაქმეთა ჩამოთვლისას, მოციქულმა პავლემ პირველ ადგილზე მოწყალება დააყენა. სწორედ მოწყალება აკლდა ყველაზე მეტად ძველ მსოფლიოს. გავიდა 2000 წელი და თანამედროვე ადამიანსაც კვლავ მოწყალება აკლია ყველაზე მეტად. აქედან გამომდინარე, არ არის ჩვენში უმთავრესი სიკეთეც - სიყვარული. სიყვარულის ნაკლებობა ისე მძაფრად არასოდეს უგრძვნია ადამიანს, როგორც დღეს. ეს შედეგია ურწმუნოებისა.
რწმენით განათებულ ქრისტიანის გულს ყველა უყვარს, ყველას ჰპატიობს, ყველას უთმობს, ყველაფერს ითმენს; ასეთი გული ადვილად ამჩნევს გაჭირვებულს და ეხმარება მას; მისთვის უცხოა სიცრუე, ავსიტყვაობა, ცრუმოწმეობა, ქურდობა, მკვლელობა... საერთო...
იხილეთ სრულად
რწმენით განათებულ ქრისტიანის გულს ყველა უყვარს, ყველას ჰპატიობს, ყველას უთმობს, ყველაფერს ითმენს; ასეთი გული ადვილად ამჩნევს გაჭირვებულს და ეხმარება მას; მისთვის უცხოა სიცრუე, ავსიტყვაობა, ცრუმოწმეობა, ქურდობა, მკვლელობა... საერთოდ არაწესიერი ცხოვრება. თუ ნახა ვინმე ცოდვილი, კი არ განიკითხავს, მხარში ამოუდგება მას, რომ როგორმე ააყენოს დაცემული.მისი ცხოვრება ქმნის ჯვარს: მიისწრაფვის ღვთისა და მიისწრაფვის ადამიანისაკენ. რწმენა და სიყვარული აერთებს ...
ერთხელ ომის დროს, საშინელი დაბომბვის შემდეგ, როცა ერთი მორწმუნე თავშესაფრიდან გამოვიდა, დაინახა, რომ მისი სახლისგან ნანგრევებიღა იყო დარჩენილი. ყველაფერი განადგურებულიყო, იდგა მხოლოდ როიალი. მან როიალი სხვების დახმარებით ნანგრევებ...
იხილეთ სრულად
ერთხელ ომის დროს, საშინელი დაბომბვის შემდეგ, როცა ერთი მორწმუნე თავშესაფრიდან გამოვიდა, დაინახა, რომ მისი სახლისგან ნანგრევებიღა იყო დარჩენილი. ყველაფერი განადგურებულიყო, იდგა მხოლოდ როიალი. მან როიალი სხვების დახმარებით ნანგრევებიდან გამოიტანა, დადგა ქუჩაში, თვითონ მიუჯდა და დაიწყო საგალობლის დაკვრა: "მე ყოველივე დავკარგე, უფალო, მაგრამ არ დამიკარგიხარ შენ, დიდება შენდა!"ასეთია ძალა რწმენისა.
ბედნიერება ჩვენს სულშია, იგი ჩვენშია. - ჭეშმარიტად ბედნიერია ის, ვისაც ძალუძს თავის თავში დაიტიოს ღვთის დიდება. ვინც ჰპოვა ღმერთი და ცხოვრობს უფლის კანონებით. ასეთი ბედნიერება ულევი და არამიწიერია, ღრმა, მარადიული და ნამდვილია. ეს...
იხილეთ სრულად
ბედნიერება ჩვენს სულშია, იგი ჩვენშია. - ჭეშმარიტად ბედნიერია ის, ვისაც ძალუძს თავის თავში დაიტიოს ღვთის დიდება. ვინც ჰპოვა ღმერთი და ცხოვრობს უფლის კანონებით. ასეთი ბედნიერება ულევი და არამიწიერია, ღრმა, მარადიული და ნამდვილია. ეს არის ბედნიერება არა მარტო კეთილ დღეთა, არამედ განსაცდელით სავსე ცხოვრებისაც, ეს არის ბედნიერება არა მხოლოდ სიცოცხლისა, არამედ სიკვდილისა, ბედნიერება არა დროებითი, არამედ მარადიული.