ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
ადამიანი, როგორც წესი, კეთილი ან ბოროტი ძალის გავლენის ქვეშ იმყოფება, მაგრამ ამავე დროს, თვითონ არის თანამონაწილე და მიზეზი ამა თუ იმ ენერგიის გავლენისა.
წმ. ირინეოსი გვარიგებს, არ შევეწინააღმდეგოთ ღვთის ნებას, მის მოქმედებას, რათა ვიყოთ "მორჩილი თიხა მის ხელში".
ადამიანი და საერთოდ ყოველი ხილული თუ უხილავი, - ღვთის ქმნილებაა. ამიტომაც ვალდებულნი ვართ სულიერი თვალით მოვიძიოთ და დავინახოთ შემოქმედი ჩვენი და მივსდიოთ მას.
ჩვენ რეალურად უნდა აღვიქვათ სამყარო, მაგრამ ეს ხედვა, აუცილებლად, სიყვარულით უნდა იყოს გამსჭვალული, რადგან თვით სამყარო მთელი თავისი არსით ღვთაებრივი სიყვარულის ნაყოფია.
პასექი ქრისტესი დღესასწაულია სიხარულისა. სიხარული, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს ჩვენს გულებს და ჩვენც, ამ გრძნობით გაბრწყინებულნი, სულ სხვანაირად აღვიქვამთ სამყაროს, რადგან ეს სიხარული არამიწიერი სიყვარულიდან მომდინარეობს, რომლის უშ... იხილეთ სრულად
შეეწიე გაჭირვებულს, თუ გსურს, ღმერთი შენც შეგეწიოს, მიანიჭე მოყვასს დროებითი სიხარული, თუ გსურს მარადიული ნეტარების ღირსი გახდე, გაუნაწილე ქვეყნიური სიკეთე სხვებს, თუ გინდა რომ ზეციურ მადლს ეზიარო.
სათნოებათა შორის ყველაზე ადვილად განსახორციელებელი მოწყალების გაცემაა. დღეს როდესაც ძალიან ბევრს უჭირს, მრავალი შესაძლებლობაა სიკეთის ქმნისა. მწყურვალისათვის ერთი ჭიქა წყლის მიწოდებაც უფლის წინაშე დიდად შერაცხილია.
ჩვენი გული და აზროვნება სიკეთისაკენ უნდა მივმართოთ, რათა დავიბრუნოთ ნამდვილი სარწმუნოება, და ამპარტავნებისაგან განთავისუფლებულებმა ავაღორძინოთ ჭეშმარიტი სიყვარული.
დღეს გვიკვირს მათი, ვინც ადრე კერპებს სცემდა თაყვანს; და განა უფრო მეტად საწყალობელი არ არის ის "ბრძენი", რომელიც თავის შემოსაზღვრულ გონებას კერპად აქცევს და მხოლოდ მისგან ისმენს "ჭეშმარიტებას". გონიერება რწმენის გარეშე სუსტი ხელჯ... იხილეთ სრულად