ილია II - ციტატები, გამონათქვამები

ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ილია II

სათნოებათა შორის ყველაზე ადვილად განსახორციელებელი მოწყალების გაცემაა. დღეს როდესაც ძალიან ბევრს უჭირს, მრავალი შესაძლებლობაა სიკეთის ქმნისა. მწყურვალისათვის ერთი ჭიქა წყლის მიწოდებაც უფლის წინაშე დიდად შერაცხილია. სათნოებათა შორის ყველაზე ადვილად

link
ილია II

ჩვენი გული და აზროვნება სიკეთისაკენ უნდა მივმართოთ, რათა დავიბრუნოთ ნამდვილი სარწმუნოება, და ამპარტავნებისაგან განთავისუფლებულებმა ავაღორძინოთ ჭეშმარიტი სიყვარული. ჩვენი გული და აზროვნება სიკეთისაკენ უნდა

link
ილია II

დღეს გვიკვირს მათი, ვინც ადრე კერპებს სცემდა თაყვანს; და განა უფრო მეტად საწყალობელი არ არის ის "ბრძენი", რომელიც თავის შემოსაზღვრულ გონებას კერპად აქცევს და მხოლოდ მისგან ისმენს "ჭეშმარიტებას". გონიერება რწმენის გარეშე სუსტი ხელჯ... იხილეთ სრულად

link
ილია II

ხშირად ვინც კამათში იმარჯვებს, მეგობრებს კარგავს ხშირად ვინც კამათში იმარჯვებს, მეგობრებს

link
ილია II
თემა: ღმერთი

ვინ გადაარჩენს მას, ვის წინააღმდეგაც ღმერთია აღმდგარი? ვინ სძლევს მას, ვისი შემწეც უფალია? ვინ გადაარჩენს მას, ვის წინააღმდეგაც ღმერთია

link
ილია II

პიროვნება თუ ერი თვითონ ქმნის თავის ხვედრს. თუ ჩვენ ღვთის მცნებათა დაცვით ვიცხოვრებთ და ღვთის შიში და სიყვარული იქნება ჩვენი თანამდევი, ვერავითარი ძალა ვერ მოგვერევა. პიროვნება თუ ერი თვითონ ქმნის თავის ხვედრს.

link
ილია II

"რა გვეშველება?" - ურწმუნოთა კითხვაა. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მომავლის იმედი ადამიანის იდეის ნაწილია და ქრისტიანულ სათნოებათაგან ერთ-ერთი პირველთაგანი. რა გვეშველება? - ურწმუნოთა კითხვაა. არ უნდა

link
ილია II

ხშირად გვესმის სიტყვები: "კატასტროფული მდგომარეობა", "რა გვეშველება?" არადა ვუწყით, "რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაჲ - გამოცდილებასა, ხოლო გამოცდილებაჲ - სასოებასა" (რომ. 5,3-4). ხშირად გვესმის სიტყვები: კატასტროფული

link
ილია II

ჩვენს სხეულს სიცოცხლეს სული ანიჭებს, სულს - ღმერთი. და როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, კვდება ღმერთს დაშორებული სულიც. ამიტომაც ჭეშმარიტებასთან წილნაყარ კაცზე დიადი არაფერია და არც უფალს მოწყვეტილ ადამიანზე მდაბალი და საცოდავი. ჩვენს სხეულს სიცოცხლეს სული ანიჭებს, სულს -

link
ილია II

ბოროტთა სიბოროტე უნდა გვძულდეს, მაგრამ ქმნილება ღვთისა უნდა გვიყვარდეს და გვებრალებოდეს. უცოდველი არავინ არის, დაცემის გარეშე ცხოვრება არ არსებობს, მაგრამ აუცილებელია, სურვილი გვქონდეს გამოსწორებისა, ღვთის გზით სვლისა. ბოროტთა სიბოროტე უნდა გვძულდეს, მაგრამ

link

ილია II | გამონათქვამები, ციტატები

1