სამწუხაროდ, ტელევიზია, პრესა და ფილმები, რომლებიც პროპაგანდას ეროტიკას და ძალმომრეობას უწევენ, ბოლომდე არღვევენ საზოგადოების ჯერ კიდევ შემორჩენილ ზნეობრივ ჯებირს. და ეს ყველაფერი დღეს თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით ინიღბება....
იხილეთ სრულად
სამწუხაროდ, ტელევიზია, პრესა და ფილმები, რომლებიც პროპაგანდას ეროტიკას და ძალმომრეობას უწევენ, ბოლომდე არღვევენ საზოგადოების ჯერ კიდევ შემორჩენილ ზნეობრივ ჯებირს. და ეს ყველაფერი დღეს თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით ინიღბება.ეს არ არის დემოკრატია; ესაა ყველაზე მდაბალი ვნებების თარეში; ეს არის ფსევდოკულტურა, რომელიც თავს მოახვიეს ჩვენს ახალგაზრდობას.ამ უარყოფითი მოვლენების გამო ჩვენ ყველანი პასუხისმგებელნი ვართ. და თუ რამის გამოსწორება გვინდა...
XX საუკუნეს რომ ვაანალიზებთ, უწინარესად თვალს ხვდება გაამპარტავნებული და გადიდგულებული ადამიანი; მეცნიერებასა და ტექნიკაში საოცარმა აღმოჩენებმა მისი გონება უსაზღვრო სიამაყით აღავსო. პატივმოყვარეობამ ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ მან უა...
იხილეთ სრულად
XX საუკუნეს რომ ვაანალიზებთ, უწინარესად თვალს ხვდება გაამპარტავნებული და გადიდგულებული ადამიანი; მეცნიერებასა და ტექნიკაში საოცარმა აღმოჩენებმა მისი გონება უსაზღვრო სიამაყით აღავსო. პატივმოყვარეობამ ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ მან უარყო ყოველივე, რასაც თავისი აზროვნებით ვერ მისწვდა. გააზრებული, გამიწიერებული რწმენისაკენ ლტოლვამ ერთიანად მოიცვა მისი გონება. ამ მდგომარეობას ცნობილი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი პავლე ფლორენსკი თავნებობის, სატანისეული ამ...
"გონიერი კაცი ბრძენს დაეყრდნობა, რადგან კიდევაც რომ მოხუცდეს, არ დაჩაჩანაკდება და გონებაც რომ დაუსუსტდეს, არ დაიბნევა", - გვასწავლის ჩინური სიბრძნე. ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ, ჩვენს გვერდით გონიერი ადამიანები იყვნენ, რათა მათთან უ...
იხილეთ სრულად
"გონიერი კაცი ბრძენს დაეყრდნობა, რადგან კიდევაც რომ მოხუცდეს, არ დაჩაჩანაკდება და გონებაც რომ დაუსუსტდეს, არ დაიბნევა", - გვასწავლის ჩინური სიბრძნე. ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ, ჩვენს გვერდით გონიერი ადამიანები იყვნენ, რათა მათთან ურთიერთობით ანალიტიკური აზროვნების უნარი გავიღრმავოთ, რაც უხეში შეცდომებისაგან დაგვიცავს.
წმინდა მამები გვასწავლიან, რომ სუფთა გული არის ღვთის აღქმის მთავარი საშუალება. როგორც ჭუჭყიანი სარკე ვერ აირეკლავს საგნებს ნათლად, ასევე ცოდვით დამძიმებული და შებღალული გული ვერ მისწვდება, ვერ შეიგრძნობს და ვერ აღიბეჭდავს ღვთის ხ...
იხილეთ სრულად
წმინდა მამები გვასწავლიან, რომ სუფთა გული არის ღვთის აღქმის მთავარი საშუალება. როგორც ჭუჭყიანი სარკე ვერ აირეკლავს საგნებს ნათლად, ასევე ცოდვით დამძიმებული და შებღალული გული ვერ მისწვდება, ვერ შეიგრძნობს და ვერ აღიბეჭდავს ღვთის ხატებას. ცნობილია, მსგავსი მსგავსს შეიცნობს; ამიტომაც ბრძანებს უფალი: "ნეტარ არიან წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მთ. 5,8).
ყოველ მოვლენას ჩვენ ორი სახით აღვიქვამთ: თეორიულად და პრაქტიკულად. თეორიულ ცოდნას მეცნიერება იძლევა, პრაქტიკულს - ყოველდღიური გამოცდილება, თეორიული ცოდნა ღირებულია მაშინ, თუ იგი ცხოვრებაშია გამოყენებული. ამასთან ნამდვილი ცოდნა ზნე...
იხილეთ სრულად
ყოველ მოვლენას ჩვენ ორი სახით აღვიქვამთ: თეორიულად და პრაქტიკულად. თეორიულ ცოდნას მეცნიერება იძლევა, პრაქტიკულს - ყოველდღიური გამოცდილება, თეორიული ცოდნა ღირებულია მაშინ, თუ იგი ცხოვრებაშია გამოყენებული. ამასთან ნამდვილი ცოდნა ზნეობრივ და კეთილ საქმეებში ვლინდება. ამიტომაც თქვა ანტიკური ხანის ცნობილმა ფილოსოფოსმა სოკრატემ, რომ ცოდნა სიკეთეაო.ღვთის ნებასაც ასევე ორი გზით შევიმეცნებთ: ღვთისმეტყველებით და საკუთარი სულიერი პრაქტიკული გამოცდილებით.
ადამიანის გონება უძლურია, გააცნობიეროს ღვთის განკაცების უდიდესი საიდუმლო - უხორცო იგი ხორციელ იქმნა. დაუსაბამოს სათავე დაედო, დაუტევნელი შემოისაზღვრა. წმინდა კოზმა, მაიუმელი ეპისკოპოსი წერს: ვხედავ უჩვეულო და სასწაულებრივ საიდუ...
იხილეთ სრულად
ადამიანის გონება უძლურია, გააცნობიეროს ღვთის განკაცების უდიდესი საიდუმლო - უხორცო იგი ხორციელ იქმნა. დაუსაბამოს სათავე დაედო, დაუტევნელი შემოისაზღვრა.წმინდა კოზმა, მაიუმელი ეპისკოპოსი წერს: ვხედავ უჩვეულო და სასწაულებრივ საიდუმლოს: ავაზაკთა ქვაბს - ცად, ქალწულს - ქერუბიმთა ტახტად, ბაგას - უსაზღვრო უნაპირო ღმერთის - ქრისტეს სამყოფელად" (ძლისპირი, კანონის მე-9 გალობა).
ძველი აღთქმის ხანა მესიის მობრძანებისათვის მოსამზადებელი ჟამი იყო. ძველი აღთქმის ბოლო პერიოდს მოციქული პავლე "დროის სისავსედ", "დროის სისრულედ" სახელდებს. "როდესაც მოიწია დროის სისრულემ, - წერს იგი გალატელთა მიმართ ეპისტოლეში,...
იხილეთ სრულად
ძველი აღთქმის ხანა მესიის მობრძანებისათვის მოსამზადებელი ჟამი იყო. ძველი აღთქმის ბოლო პერიოდს მოციქული პავლე "დროის სისავსედ", "დროის სისრულედ" სახელდებს. "როდესაც მოიწია დროის სისრულემ, - წერს იგი გალატელთა მიმართ ეპისტოლეში, - მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც იშვა დედაკაცისაგან და დაემორჩილა რჯულს, რათა გამოესყიდა რჯულის ქვეშ მყოფნი და ამრიგად მიგვეღო ძეობა" (გალ. 4,4-5).
ჩვენო დედებო, ჩვენო მშობლებო, საყვარელო სულიერო შვილებო, ნუ ჩაიდენთ შვილის მკვლელობის უსაშინლეს დანაშაულს; ნიშნად იმისა, რომ ჩვენი ერი ნელა, მაგრამ მაინც უბრუნდება ჭეშმარიტების გზას, ნიშნად ახლადშობილი მაცხოვრისადმი ჩვენი გულწრფელ...
იხილეთ სრულად
ჩვენო დედებო, ჩვენო მშობლებო, საყვარელო სულიერო შვილებო, ნუ ჩაიდენთ შვილის მკვლელობის უსაშინლეს დანაშაულს; ნიშნად იმისა, რომ ჩვენი ერი ნელა, მაგრამ მაინც უბრუნდება ჭეშმარიტების გზას, ნიშნად ახლადშობილი მაცხოვრისადმი ჩვენი გულწრფელი სიყვარულისა, დადეთ პირობა, რომ აღარ დაუშვებთ, თქვენს წიაღს შეფარებული, თქვენს იმედად მყოფი, თქვენდამი საოცარი სიყვარულით განმსჭვალული თქვენი ნაშიერის უმოწყალო მკვლელობას.
დღეს ჩვენი ქვეყანა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. გადაუჭრელი და გამოსასწორებელი ბევრი საკითხია, რომელიც საზოგადოებისგან სწრაფ რეაგირებას ითხოვს, მაგრამ არაფერს არ ექნება აზრი, თუ ჩვენ ამ საშინელი სენისგან არ განვთავისუფლდებით, თუ ...
იხილეთ სრულად
დღეს ჩვენი ქვეყანა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. გადაუჭრელი და გამოსასწორებელი ბევრი საკითხია, რომელიც საზოგადოებისგან სწრაფ რეაგირებას ითხოვს, მაგრამ არაფერს არ ექნება აზრი, თუ ჩვენ ამ საშინელი სენისგან არ განვთავისუფლდებით, თუ ჩვენს მომავალზე სერიოზულად არ ვიზრუნებთ. უნდა, უპირველეს ყოვლისა, დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა თვისების მატარებელი იქნება ის თაობა, რომლის დედაც, მამაც, ბებიაც, დეიდაც და, საერთოდ, გარშემო მყოფთა წრე, უსასტიკეს მკვლელობათა ჩა...