ცოდვებისგან, ვნებებისგან განთავისუფლება - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვებისგან, ვნებებისგან განთავისუფლება - ციტატები, გამონათქვამები ცოდვებისგან, ვნებებისგან განთავისუფლება
გულწრფელი, ღრმა სინანული, აღსარება და ზიარება ღვთისგან ნაწყალობევი ის საიდუმლოებებია, რომელთაც ძალუძთ მთელი ჩვენი განვლილი არასწორი ცხოვრების და მისი შედეგების აღმოფხვრა, ცოდვის წარხოცვა და ახალ ადამიანად ჩვენი გარდაქმნა, განწმენდ... იხილეთ სრულად
ყოვლისშემქმნელმა, ყოვლისშემძლემ, მარადიულმა, დაუსაბამომ, ცხოველსმყოფელმა... კაცობრივი სხეული და თვისებები (გარდა ცოდვისა) მიიღო, რათა გამხდარიყო თანაარსი ყველა ჩვენგანისა და ჩვენთვის მოენიჭებინა ცოდვათაგან განთავისუფლება და განღმრ... იხილეთ სრულად
ადამიანს ძალუძს დაამარცხოს საკუთარ თავში ხანგრძლივად არსებული ყველაზე მძიმე ცოდვაც კი და საბოლოოდ განდევნოს იგი. უფრო სწორად, მას ამის განხორციელება ღვთის შეწევნით შეუძლია.
ცოდვა, ვნება - ეს ჩვენი სულის დაჩირქებული, გახრწნილი ზედნადებია, რომელიც უნდა მოვიკვეთოთ სინანულით, აღსარებითა და ზიარებით (ასევე სხვა საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულებით).
ამა თუ იმ მიზეზის გამო სინანულის განცდა ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ ქრისტიანული სინანული განსხვავებულია; იგი გულისხმობს ღმერთთან დარღვეული კავშირის აღდგენის მიზნით ცოდვათაგან განწმენდის დიდ სურვილს.
ყველამ, ერმაც და ბერმაც, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, საკუთარი ოჯახიცა და თავიც, პირველ რიგში, ჩვენი ცხოვრება უნდა გამოვასწოროთ; ჩვენში და ჩვენს შორის დაბუდებული ცოდვა და მისი შედეგი - სიკვდილი - უნდა დავძლიოთ და სიკეთისა და სიცო... იხილეთ სრულად
თუ გვსურს, ადამიანებთან მშვიდობა გვქონდეს, აუცილებელია, მშვიდობა დავამყაროთ საკუთარ თავთან, მოვიპოვოთ სულის სიმშვიდე, ეს კი ისევ და ისევ ეკლესიურობით, ვნებებთან და ცოდვებთან ბრძოლით, ღვთის მცნებებისა და მისი ნებისადმი ერთგულებით მ... იხილეთ სრულად