კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები
კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები კეთილი საქმეები, გამონათქვამები, ციტატები
აკეთე კეთილი საქმე და დაცვა ყოველთვის გეყოლება. ერთი ანგელოზი კი არა, შეიძლება 12 მოგიჩინონ, რომ რაც შეიძლება მეტად იყო დაცული, რათა ეს საქმე გაკეთდეს, იმიტომ, რომ ამ საქმეს საზოგადოება მიჰყავს წინ
ადამიანი იქამდე მიდის, რომ რწმუნდება – ღვთის გარეშე არაფერი გამოვა. ეს სწამს და ამბობს: „საკუთარი სისხლით მოვაწერ ხელს, რომ არარაობა ვარ და სიკეთის კეთება არ შემიძლია“. ჯერ ხელის მოწერაც კი არ აქვს დამთავრებული, რომ არარაობაა და მ... იხილეთ სრულად
თავი ვაიძულოთ, რომ ჩვენი სულის ლამპარი ზეთით ავავსოთ და უფალს მღვიძარე, კეთილი საქმეების ზეთით სავსე დავხვდეთ, რათა საუკუნო სიხარულისა და მხიარულების ღვთაებრივ სასძლოში შევიდეთ.
რომელი კეთილი საქმე, ან სათნოება შეიძლება გაუტოლდეს ღვთის სიყვარულსა და შემწყნარებლობას, რომელსაც ჩვენდამი ავლენს?
თუ სიყვარულს სიტყვის გარდა საქმითაც არ ვამჟღავნებთ, ამაოდ ვშრომობთ და ვიღვწით, ყველაფერი ფუჭია, რადგან „ჰაერსა ვსცემთ“ (1 კორ. 9, 26) და ჩვენი ცხოვრების მიზანს ვშორდებით.