ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
თავისთავად მეცნიერება ღვთისგან ნაკურთხია. იგი ადამიანის ინტელექტის, ადამიანის, როგორც ღვთის ხატების, მიღწევაა. ამიტომაც მეცნიერების მონაპოვარი დალოცვილია და უნდა გამოიყენებოდეს პიროვნების სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობისათვის მხოლ... იხილეთ სრულად
განა შეიძლება მეცნიერება და რწმენა დაუპირისპირდეს ერთმანეთს, როცა ისინი ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების სრულიად განსხვავებულ სფეროებს მიეკუთვნებიან: ერთი ფიზიკურს, ხოლო მეორე სულიერს? ისინი კი არ უპირისპირდებიან, არამედ ავსებენ... იხილეთ სრულად
დღეს ტექნიკამ და მეცნიერებამ განვითარებით გაუსწრო კაცობრიობის სულიერ წინსვლას და დაირღვა მათ შორის თანხმობა. ჩვენი სულიერი მოუმზადებლობის გამო მეცნიერება და ტექნიკა მოსპობით ემუქრება ადამის მოდგმას, საერთოდ სიცოცხლეს დედამიწაზე და... იხილეთ სრულად
რწმენისა და ლოცვის ძალით უნდა მივაღწიოთ უფალთან ურთიერთობას. უნდა შევძლოთ ღვთის მიერ თითოეული ჩვენგანისათვის ბოძებული მადლის მიღება და გამოვლენა.
ნამდვილ თავისუფლებას მხოლოდ ჭეშმარიტება გვაზიარებს და მხოლოდ თავისუფლებით მივუახლოვდებით ჭეშმარიტებას.
თავისუფლება არ ნიშნავს თავაშვებულობას, აღვირახსნილობას. იგი ბრძოლაა ბოროტებასთან, სიცრუესთან... და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან.
ადამიანი, ეს არის სხეული, რომელიც ექვემდებარება მატერიის კანონებს, მაგრამ, ამავე დროს, ადამიანი არის სული, დაჯილდოებული თავისუფლებით, რწმენით, ღვთის, მოყვასისა და სამყაროსადმი სიყვარულით. სული მოწოდებულია უკვდავებისთვის და იგი ამქ... იხილეთ სრულად
ადამიანი ღვთის ქმნილებაა და ცხოვრობს როგორც ყოველდღიური, ისე მარადიული ცხოვრებით. იგი თავის თავში მოიცავს და ასახავს როგორც სულიერ, ისე მატერიალურ სამყაროს, აერთიანებს მთელ ეპოქებს და ამას ვერავითარი ძალა ვერ დაჩრდილავს, ვერ განაქ... იხილეთ სრულად