მასმედია, ტელევიზია - ციტატები, გამონათქვამები მასმედია, ტელევიზია, გამონათქვამები
ბიბლიაში წერია: "ყველას ნუ შემოუშვებ შენს სახლში". ტელევიზორმა კი მოარღვია ჩვენი სახლის კარი. ჩვენთან მოდის და ჩვენგან მიდის სახლის ბრბო, გადამთიელნი ყველა პლანეტიდან, ფანტაზიორების მიერ შექმნილი მოჩვენებანი; მოდიან უკითხავად, დაკ...
იხილეთ სრულად
ბიბლიაში წერია: "ყველას ნუ შემოუშვებ შენს სახლში". ტელევიზორმა კი მოარღვია ჩვენი სახლის კარი. ჩვენთან მოდის და ჩვენგან მიდის სახლის ბრბო, გადამთიელნი ყველა პლანეტიდან, ფანტაზიორების მიერ შექმნილი მოჩვენებანი; მოდიან უკითხავად, დაკაკუნების გარეშე; არ კითხულობენ, ვინ არის სტუმარი და ვინ მასპინძელი; მოდიან კოვბოები და განგსტერები; მოდის ხალხი, რომელთანაც სურვილიც კი არ გვაქვს, რაიმე საერთო გვქონდეს. სახლი გასასვლელ ეზოდ, გზაჯვარედინად იქცა. ამგვარად...
link
ტელევიზორის მწყობრიდან გამოსვლისას, ხშირად, უფრო სწრაფად ვრეაგირებთ, ვიდრე ახლობელი ადამიანის ავადმყოფობის დროს.
ტელევიზორმა, შემოიჭრა რა ჩვენს ოჯახებში, დაგვაკარგვინა საკუთარი სახლები, გადააქცია რა ისინი თეატრალურ დარბაზებად, სადაც ადამიანები საათობით სხედან სცენის წინ. წარმოდგენები მიმდინარეობს შესვენების გარეშე, პიესების შერჩევის გარეშე,...
იხილეთ სრულად
ტელევიზორმა, შემოიჭრა რა ჩვენს ოჯახებში, დაგვაკარგვინა საკუთარი სახლები, გადააქცია რა ისინი თეატრალურ დარბაზებად, სადაც ადამიანები საათობით სხედან სცენის წინ. წარმოდგენები მიმდინარეობს შესვენების გარეშე, პიესების შერჩევის გარეშე, ინფორმაცია იღვრება უწყვეტ, გაუკონტროლებელ ნაკადად. ჩვენ კი, ისე, რომ თავად ვერც კი ვამჩნევთ, გადავიქეცით ტელევიზორის მონებად.
link
ძველი ბერძნები ყვებოდნენ ხოლმე სახლის სულის შესახებ, დაიმონზე ან გენიაზე, რომელიც ადამიანებს ჩააგონებდა აზრებს; გლეხები - სახლის სულზე, რომელიც ოჯახის წევრებს აწვალებდა ღამეული კოშმარებით. ჩვენი დროის სახლის სული მთლიანად მატერიალ...
იხილეთ სრულად
ძველი ბერძნები ყვებოდნენ ხოლმე სახლის სულის შესახებ, დაიმონზე ან გენიაზე, რომელიც ადამიანებს ჩააგონებდა აზრებს; გლეხები - სახლის სულზე, რომელიც ოჯახის წევრებს აწვალებდა ღამეული კოშმარებით. ჩვენი დროის სახლის სული მთლიანად მატერიალიზებული და განივთებულია. ეს არის ტელევიზორი, ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი და თანამოსახელე, რომელიც ხან შეუმჩნევლად გვახვევს თავის აზრებს, ხან კიდევ აშკარად გვაწვალებს კოშმარებით.
link
ძველად ოჯახის ცენტრი კერია იყო. ციცერონი მოუწოდებდა რომაელებს, დაეცვათ უდიდესი სიწმინდეები: კერია, საკურთხეველი და წინაპართა საფლავები. შემდგომში ოჯახის ცენტრი გახდა მაგიდა, რომლის გარშემო, მძიმე შრომის შემდეგ, იკრიბებოდა ოჯახის ყ...
იხილეთ სრულად
ძველად ოჯახის ცენტრი კერია იყო. ციცერონი მოუწოდებდა რომაელებს, დაეცვათ უდიდესი სიწმინდეები: კერია, საკურთხეველი და წინაპართა საფლავები. შემდგომში ოჯახის ცენტრი გახდა მაგიდა, რომლის გარშემო, მძიმე შრომის შემდეგ, იკრიბებოდა ოჯახის ყველა წევრი. იქ ისინი არამარტო ტრაპეზობდნენ, არამედ კითხულობდნენ წმინდა წერილს. ამჟამად მათი ადგილი ტელევიზორმა დაიკავა; მაგრამ ტელევიზორი კი არ აერთიანებს, არამედ აშორებს ოჯახის წევრებს. თითოეული მოხიბლულია ციხფერი ეკრან...
link
ტელევიზორმა შეუფერებელი ადგილი დაიკავა ჩვენს სახლში. იყო რა ინფორმაციის მოკრძალებული საშუალება, ჩვენს სახლებში შემოიჭრა, როგორც დამპყრობელი, როგორც აგრესორი. მან ჩვენი სულიერი ცხოვრების მონოპოლიზაცია და უნიფიკაცია მოახდინა.
მომავალი მხეცის სამეფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს მსოფლიო კომპიუტერული ქსელი, რომელიც უკვე ობობას ქსელივით შემოეხვია მთელ მსოფლიოს და მათ შორის რუსეთსაც. (ინტერნეტის www - World Wide Web - სწორედ "მსოფლ...
იხილეთ სრულად
მომავალი მხეცის სამეფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს მსოფლიო კომპიუტერული ქსელი, რომელიც უკვე ობობას ქსელივით შემოეხვია მთელ მსოფლიოს და მათ შორის რუსეთსაც. (ინტერნეტის www - World Wide Web - სწორედ "მსოფლიოს ობობას ქსელს" ნიშნავს). უნებურად ისმის კითხვა: ვინ არის ეს მსოფლიოს ობობა, რომლის ქსელშიც ადამიანთა სულ უფრო მეტი რაოდენობა ებმება ბუზივით? ამ სოფლის ბატონი სატანა ხომ არაა?
link
პოლიტოლოგი ა. ნოვიკოვი ეკრანს დრაკონს უწოდებს. იგი სვამს კითხვას: "ხომ არ გახდება тб ახალი რელიგია, ახალი იდეოლოგია - მომავლის დრაკონი? ის, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, არის მომავალი დრაკონის მხოლოდ ქერცლი. ჩვენ მხიარულად ვეთამაშებით ...
იხილეთ სრულად
პოლიტოლოგი ა. ნოვიკოვი ეკრანს დრაკონს უწოდებს. იგი სვამს კითხვას: "ხომ არ გახდება тб ახალი რელიგია, ახალი იდეოლოგია - მომავლის დრაკონი? ის, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, არის მომავალი დრაკონის მხოლოდ ქერცლი. ჩვენ მხიარულად ვეთამაშებით მას და ვსეირნობთ ვირტუალური რეალობის კომპიუტერულ მთებზე, ისე რომ არ ვაცნობიერებთ ამ ურჩხულის ზომებს, ვერ ვხედავთ მის სახეს და არ ვიცით მისი დანიშნულება". "სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს ცივილიზებული მსოფლიო საზოგადოება ტექ...
link
ღვთისმგმობელ ფილმებს იმიტომ უჩვენებენ, რომ ქრისტე შეურაცყონ. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ თქვან: "შეხედეთ, როგორი იყო ქრისტე! მესია მოვა ახლა!" და შემდეგ გამოაჩენენ თავიანთ " მესიას ". აქეთკენ მიჰყავთ მათ საქმე
ანტისულიერ, ანტიქრისტიანულ პრინციპებზე აგებული თანამედროვე საინფორმაციო გარემო ბოლო წლებში ადამიანთა გამხეცების სულ უფრო მძლავრი ფაქტორი ხდება. "ახალი მსოფლიო წესრიგის" მშენებლები მიზნად ისახავენ არ მისცენ ადამიანებს სწორი ინფორმა...
იხილეთ სრულად
ანტისულიერ, ანტიქრისტიანულ პრინციპებზე აგებული თანამედროვე საინფორმაციო გარემო ბოლო წლებში ადამიანთა გამხეცების სულ უფრო მძლავრი ფაქტორი ხდება. "ახალი მსოფლიო წესრიგის" მშენებლები მიზნად ისახავენ არ მისცენ ადამიანებს სწორი ინფორმაციის მიღების საშუალება და ხელი შეუწყონ მათ სულიერ დაცემას და გაპირუტყვებას. ამ მიზნის მისაღწევად ნარკოტიკების გარდა გამოიყენება თეატრი, კინო, ვულგარული პრესა, ტელევიზია და ვიდეო, რომლებიც წარმოადგენენ გარყვნის, დაჩლუნგებ...
link