ცოდვებისგან, ვნებებისგან განთავისუფლება - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვებისგან, ვნებებისგან განთავისუფლება - ციტატები, გამონათქვამები ცოდვებისგან, ვნებებისგან განთავისუფლება
თავისუფლება არ არის ყველაფრის უფლება, არამედ იგი მუდმივი თვითკონტროლი და, მისი საშუალებით, ცოდვის მონობიდან თავის დაღწევაა.
უფალთან ყოფნა კი ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვკვდეთ ცოდვისათვის, ანუ დავძლიოთ ის გაუკუღმართებანი, ადამის დაცემის შემდეგ რომ შევიძინეთ.
სარგებელი უდიდესია, რადგან ღვთის უმანკო კრავი იწირება მსხვერპლად, რათა ადამიანები ცოდვებისგან განწმინდოს და ვნებათა ტყვეობის სხვადასხვაგვარი ბორკილებისგან იხსნას.
ზეციურზე ზრუნვა მარადიულ სიკეთეთა მემკვიდრეობის სურვილს ბადებს და ეს კეთილი ზრუნვა ხრწნად წარმავალზე ცოდვიანი მიჯაჭვულობისგან გვიხსნის.
იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ. გონებით ვეამბორები უტკბეს და უნეტარეს ჩვილს, რომ ჩემი პირუტყვებრივი ვნებებისგან გამათავისუფლოს.
თითოეული ჩვენგანი ლოცვაში მიღწეული წარმატებისა და აქედან მიღებული სარგებლის შესაბამისად განიკურნება სულიერი და ხორციელი ვნებებისგან. სწორედ ვნებებისა და უძლურებებისგან განკურნება მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად წარემატება ადამიანი ლ... იხილეთ სრულად