წესრიგი დავიცვათ, სადაც წესია, იქ მშვიდობაა!
მოვერიდოთ ფუჭად საუბარს. ყოველდღე მოუკლებლად შევასრულოთ ჩვენი ლოცვის კანონი. ეკლესიაში ლოცვას ნუ დავაკლდებით: მოვისმინოთ ცისკარი, წირვა, მწუხრი. ტრაპეზზეც ერთად ვიყოთ. წესრიგი ყველაფერში დავიცვათ, რადგან სადაც წესია, იქ მშვიდობაა,...
იხილეთ სრულად
მოვერიდოთ ფუჭად საუბარს. ყოველდღე მოუკლებლად შევასრულოთ ჩვენი ლოცვის კანონი. ეკლესიაში ლოცვას ნუ დავაკლდებით: მოვისმინოთ ცისკარი, წირვა, მწუხრი. ტრაპეზზეც ერთად ვიყოთ. წესრიგი ყველაფერში დავიცვათ, რადგან სადაც წესია, იქ მშვიდობაა, ხოლო სადაც მშვიდობაა, იქ ღმერთია. წესის გარეშე კი შფოთია და სადაც შფოთია, იქ არის ეშმაკი. „ყოველივე შუენიერად და წესიერად იქმნებოდენ“ (1 კორ. 14, 40), – ამბობს წმინდა პავლე მოციქული.
link
იქ დღესასწაულია, რომელიც არასოდეს დასრულდება
ანგელოზებმა იგალობეს ბეთლემსა ზედა ქრისტეს შობის ღამეს: „დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობაი, და კაცთა შორის სათნოებაჲ“ (ლუკა 2,14). მშვიდობა, რომელიც გვაუწყეს ანგელოზებმა, წარმოადგენს კაცობრიობისათვის არ...
იხილეთ სრულად
ანგელოზებმა იგალობეს ბეთლემსა ზედა ქრისტეს შობის ღამეს: „დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობაი, და კაცთა შორის სათნოებაჲ“ (ლუკა 2,14). მშვიდობა, რომელიც გვაუწყეს ანგელოზებმა, წარმოადგენს კაცობრიობისათვის არსებით აუცილებლობას, როგორც წყარო, რომელიც აღვიძებს წყურვილს ხალხთა შორის მადლიანი მშვიდობისათვის, როგორც სიყვარულის მოვლენა, რომელიც საფუძველია მეგობრობის, მშვიდობიანი ურთიერთობისა და ხალხთა ცხოვრების აყვავებისა.
link
ყოველთვის უნდა ვინარჩუნებდეთ მშვიდობას მოყვასთან?
ყოველგვარი მშვიდობა არის სათნო უფლისთვის?
მარადიულმა ლოგოსმა ჩვენს გულებში სიმართლის გრძნობა მოიტანა, რათა ჩვენ შეგვეძინა მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან.
იმისათვის, რომ გწამდეს, გიყვარდეს და შრომობდე, აუცილებელია შინაგანი და გარეგანი მშვიდობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიგრძნობთ ჩვენ იმ სიხარულს, რომელსაც ყოველი ადამიანი ეძიებს და რომელზეც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს: სიხარულ...
იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ გწამდეს, გიყვარდეს და შრომობდე, აუცილებელია შინაგანი და გარეგანი მშვიდობა.მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიგრძნობთ ჩვენ იმ სიხარულს, რომელსაც ყოველი ადამიანი ეძიებს და რომელზეც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს: სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს (ინ. 15,11). დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14).
link
ადამიანმა ღვთის მადლი რომ მიიღოს, ჯერ შინაგანი მშვიდობა უნდა მოიპოვოს. ამიტომაც მიმართა პირველად აღდგომილმა მაცხოვარმა თავის მოწაფეებს ასე: "მშვიდობა თქვენთანა!" ღვთაებრივი სიყვარულიდან მომდინარე ამ მშვიდობის გარეშე მოციქულთა გული...
იხილეთ სრულად
ადამიანმა ღვთის მადლი რომ მიიღოს, ჯერ შინაგანი მშვიდობა უნდა მოიპოვოს. ამიტომაც მიმართა პირველად აღდგომილმა მაცხოვარმა თავის მოწაფეებს ასე: "მშვიდობა თქვენთანა!" ღვთაებრივი სიყვარულიდან მომდინარე ამ მშვიდობის გარეშე მოციქულთა გული სამუდამოდ დახშული იქნებოდა მარადიული ცხოვრების სიტყვათათვის. სულიერი სიმშვიდე უდიდესი წყალობაა ღვთისა. მასზეა დამოკიდებული გარეშე ყოფა: მშვიდობა ოჯახში, საზოგადოებაში, სახელმწიფოსა თუ მთელ სამყაროში.
link
რა ბედნიერებაა მშვიდობა! მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა ადამიანის სულში, მშვიდობა შინ და გარეთ, მშვიდობა ქვეყნისა... ის, რაც გაკეთებულა, ან რაც უნდა გაკეთდეს კარგი და დიადი, მხოლოდ მშვიდობიან დროს შეიძლება შეიქმნა...
იხილეთ სრულად
რა ბედნიერებაა მშვიდობა! მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა ადამიანის სულში, მშვიდობა შინ და გარეთ, მშვიდობა ქვეყნისა... ის, რაც გაკეთებულა, ან რაც უნდა გაკეთდეს კარგი და დიადი, მხოლოდ მშვიდობიან დროს შეიძლება შეიქმნას.
link