ღვთის შიში - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის შიში - ციტატები, გამონათქვამები ღვთის შიში, გამონათქვამები, ციტატები
დაე, ღვთის შიში გვქონდეს. მაშინ ვერაფერი დაგვამწუხრებს, იქნება სიღატაკე, ავადმყოფობა თუ ტყვეობა, ან - სხვა სამწუხარო რამ.
ვისაც ჭეშმარიტად ეშინია ღმერთის, მას არავისი ეშინია, თუნდაც სიკვდილის აჩრდილთა შორის ვიდოდეს.
ვისაც ყველაზე მეტად ღმერთის ეშინია, მას ამქვეყნად უკვე ვერაფერი შეაშინებს (ფს. 117, 6).
თუ მხოლოდ ადამიენებისადმი შიშით იცხოვრებ, მაშინ ღმერთისგან დამდაბლებული იქნები, მაგრამ თუ ღვთისა შეგეშინდება, ადამიანებისგანაც პატივცემული იქნები.
ზეციურ ფრინველებს შორის ყველაზე დიდი არწივია, მიწიერ მხეცთა შორის - ლომი, ადამიანთა შვილებს შორის - ღვთის მოშიშარი ადამიანი