რომელთა უვიან ძენი და ასულნი და უყვარან იგინი, ადრითგანვე იფიქრონ სწავლა და აღზრდა მათი; ადრითგანვე დანერგონ გულთა შინა მათთა ყოველი კეთილი ზნეობა და ჩვეულება.
სულიერსა ცხოვრებასა შინა მღვიძარეობა არის საჭირო პირველად მისთვის, რათა დაიფარო შენი სული და გული ყოველთა შენის სჯულისა და სასოებისა და სარწმუნოების წინააღმდეგთა და მავნებელთა ჰაზრთა და შეგონებათაგან; მეორედ მისთვის, რათა შეიძინო ...
იხილეთ სრულად
სულიერსა ცხოვრებასა შინა მღვიძარეობა არის საჭირო პირველად მისთვის, რათა დაიფარო შენი სული და გული ყოველთა შენის სჯულისა და სასოებისა და სარწმუნოების წინააღმდეგთა და მავნებელთა ჰაზრთა და შეგონებათაგან; მეორედ მისთვის, რათა შეიძინო და მოიპოვეო ყოველი, რაიცა გააღვიძებს, გააცოცხლებს და განამტკიცებს შენსა სულიერსა ცხოვრებასა, ესე იგი, სარწმუნოებასა და სასოებასა. „მღვიძარე იყვენით, მტკიცეთ სდეგით სარწმუნოებასა ზედა“ (I კორ. 16. 12–14)
მეორე სახე მრისხანებისა, თუმცა ეგოდენ წმინდა და სათნო არ არის, როგორც პირველი, მაგრამ დასაძრახისი და გასამტყუნარი არც ისაა. კაცს ხშირად გული მოუვა, როცა მას ვინმე ჩაგრავს, თუ ვინმემ ცილი დასწამა, უსამართლოდ უჩივლა, ან წაართვა რამე...
იხილეთ სრულად
მეორე სახე მრისხანებისა, თუმცა ეგოდენ წმინდა და სათნო არ არის, როგორც პირველი, მაგრამ დასაძრახისი და გასამტყუნარი არც ისაა. კაცს ხშირად გული მოუვა, როცა მას ვინმე ჩაგრავს, თუ ვინმემ ცილი დასწამა, უსამართლოდ უჩივლა, ან წაართვა რამე. ამ დროს შეუძლებელია კაცი არ გაჯავრდეს და არ დაიჩივლოს, რომ ისიც კაცია, ადამიანი და ყველაფერს ვერ მოითმენს. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც თავი უნდა შეიკავო, გეშინოდეს, რომ გრძნობამ არ წარგიტაცოს და ცოდვაში არ ჩაგაგდოს. თუ ის...
ნუ იფიქრებ, რომ მდიდარი წარწყმდა მხოლოდ მისთვის, რომ სიმდიდრე ჰქონდა, ანუ ღარიბი სცხონდა მარტო სიღარიბით. სიმდიდრე თავის თავად ვერც აცხოვნებს, ვერც წარწყმედს კაცსა, არამედ მოხმარება სიმდიდრისა, მზგავსადვე სიღარიბეც. სულის ცხოვნება...
იხილეთ სრულად
ნუ იფიქრებ, რომ მდიდარი წარწყმდა მხოლოდ მისთვის, რომ სიმდიდრე ჰქონდა, ანუ ღარიბი სცხონდა მარტო სიღარიბით. სიმდიდრე თავის თავად ვერც აცხოვნებს, ვერც წარწყმედს კაცსა, არამედ მოხმარება სიმდიდრისა, მზგავსადვე სიღარიბეც. სულის ცხოვნება დამოკიდებულია სასოებასა და სარწმუნოებასა ზედა. ვისაც ესენი აქვს გულში ცხოველად იგი სიმდიდრესაც მოიხმარს ცხოვრებისათვის და სიღარიბესაც.
სიგლახაკითა და უბედურებითა შენითა შენ უადვილესათ შეგიძლია მიაღწიო დიდსა მას ბოლოსა, რომელი დაუნიშნა ღმერთმა ყოველსა ადამიანსა, მაშინ ოდეს მდიდარი იგი, მისდა საუბედუროდ, თვით სიმდიდრითა თვისითა დაჰკარგავს მას.
მართლაც, ვინ არ იცის, რამდენ ცოდვაში შთააგდებს კაცს მრისხანება, მეტადრე უგუნური. როდესაც კაცი რისხდება, მაშინ მისი სულისა და გულის ყოველი კეთილი თვისება და გრძნობა ყუჩდება, და მის ნაცვლად ყოველი მხეცური თვისება და მიდრეკილება აღდგ...
იხილეთ სრულად
მართლაც, ვინ არ იცის, რამდენ ცოდვაში შთააგდებს კაცს მრისხანება, მეტადრე უგუნური. როდესაც კაცი რისხდება, მაშინ მისი სულისა და გულის ყოველი კეთილი თვისება და გრძნობა ყუჩდება, და მის ნაცვლად ყოველი მხეცური თვისება და მიდრეკილება აღდგება და აღიძვრება.
განრისხება ანუ გაჯავრება სამი სახისაა. მრისხანება სამართლიანი, კანონიერი და ღვთისთვის სათნო მაშინ იქნება, როცა კაცი სამართლიანად, საფუძვლიანად და მძიმე მიზეზის გამო ჯავრობს. მაგალითად, როცა კაცი ღმრთის გმობას, სარწმუნოების დაცინვა...
იხილეთ სრულად
განრისხება ანუ გაჯავრება სამი სახისაა. მრისხანება სამართლიანი, კანონიერი და ღვთისთვის სათნო მაშინ იქნება, როცა კაცი სამართლიანად, საფუძვლიანად და მძიმე მიზეზის გამო ჯავრობს. მაგალითად, როცა კაცი ღმრთის გმობას, სარწმუნოების დაცინვას ან სხვა მსგავს რამეს გაიგონებს; როცა კაცი ხედავს, რომ ვიღაც გარყვნილი თვითონაც უგზო-უკვლოდ ცხოვრობს და სხვებსაც აფუჭებს; როცა ვინმე ბოროტსა და უსამართლო კაცს ხედავს, რომელიც თავის მოყვასს ტანჯავს, ან ღმრთისა და ხელმწიფ...
თუ შენს გულში არა ჰგრძნობ სიყვარულსა ღვთისა და მოყვასისადმი, ეცადე და შეიძინე იგი. რა სახით? პირველად მით, რომელ თუ შენს გულში არის სხვა ვითარმე ხორციელი, სოფლიური, არა კეთილი სიყვარული და სურვილი, რომელიცა არ უშვებს შენს გულში ღვ...
იხილეთ სრულად
თუ შენს გულში არა ჰგრძნობ სიყვარულსა ღვთისა და მოყვასისადმი, ეცადე და შეიძინე იგი. რა სახით? პირველად მით, რომელ თუ შენს გულში არის სხვა ვითარმე ხორციელი, სოფლიური, არა კეთილი სიყვარული და სურვილი, რომელიცა არ უშვებს შენს გულში ღვთისა და მოყვასის სიყვარულსა, განაძე გულისაგან ცუდი იგი სიყვარული და მერმე ლოცვითა, სიმდაბლითა და კეთილი ყოფაქცევითა შეიძინე სიყვარული ღვთისა და მოყვასისა.