აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები
აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები
გზის არჩევისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გულს, რადგან აქ იბადება როგორც ბოროტი, ისე კეთილი ზრახვანი.
ნებისმიერ ჩვენს ქმედებას, ჩვენს სიტყვასა და გულისზრახვას უნდა შევხედოთ როგორც ნაბიჯს, გადადგმულს ზეცისკენ ანდა ჯოჯოხეთისკენ.
იღვაწე იმისთვის, რომ შენი გულის ზრახვანი დაამდაბლო და ღმერთი გულის თვალებს აგიხელს, რათა ჭეშმარიტი ნათელი იხილო.
დიდი აზრი, რომელსაც წინ თავმდაბლობის სიმშვიდე არ უძღვის, არა ღვთისაგან, არამედ ეშმაკისაგან მომდინარეობს.
ჩვენ ყველანი ღვთის წინაშე დავდივართ. იგი ხედავს როგორც ჩვენს საქმეს, ისე ჩვენს ფიქრებს და აზრებს. ყოვლისმხედველი თვალი უფლისა მუდამ თანა გვდევს და მოგვაგებს დამსახურებისამებრ.
ესა თუ ის კეთილი თუ ბოროტი სურვილი ჯერ აზრობრივად ყალიბდება და მერე იქცევა იგი მოქმედებად. თუ კეთილი რამ განიზრახე, მაინც კარგად დაფიქრდი, მრავალი კუთხით განიხილე იგი და განსაზღვრე მისი შემდგომი განვითარებაც. დაიმახსოვრე, კეთილ... იხილეთ სრულად
უპირველეს ყოვლისა, უფალს გონების განკურნება და ჩვენი ფიქრის სიკეთისკენ წარმართვა უნდა ვთხოვოთ, რადგან აზროვნებაზე მეტად ბევრი რამაა დამოკიდებული. ცოდვა ხომ ჯერ გონებაში იბადება და, თუ მას თავიდანვე არ შევებრძოლეთ, გულში გადავა და ... იხილეთ სრულად