დრო - ციტატები, გამონათქვამები
დრო - ციტატები, გამონათქვამები დრო, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ყოველ დროს თავისი მახასიათებელი აქვს. იგი ამა თუ იმ მიმართულებას ხელს უწყობს, ან უგულებელჰყოფს. უნდა გავაცნობიეროთ, როგორია ჩვენი დროის შემოთავაზება, რომ ადვილად განვსაზღვროთ ჩვენი ადგილი ამ სამყაროში და ვუპასუხოთ მის გამოწვევებს.
ჩვენთვის ამქვეყნად მოცემული სიცოცხლის დრო უდიდესი დატვირთვისაა, რადგან ყოველი ადამიანისათვის ამ პერიოდში ხდება მარადიული ნეტარების მოპოვება ან დაკარგვა.
თითოეული დღე, საათი და წუთი აღბეჭდილია ჩვენი კარგი ან ცუდი ქმედებით, კარგად ან ცუდად მეტყველებით.
წუთი წუთს მისდევს, საათს საათი, დღეებს დღეები ენაცვლებიან, ერთი წლის ნაცვლად მეორე დგება და იფურცლებიან ამდაგვარად უთვალავი საუკუნენი... მარადიულობისათვის, რომლის შვილებიც ჩვენ გახლავართ, ეს ყოველივე არარას ნიშნავს.
სამოთხეში ყოფნის პერიოდს მამები "წმინდა დროდ" მოიხსენებენ. იგი სხვა სახისა იყო და იქ არც ადამი, არც ევა არ ექვემდებარებოდნენ მის მდინარებას. ის დრო კი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, დადგა ცოდვით დაცემის შემდეგ.
მიზანს რომ მივაღწიოთ, ყოველი წუთი გონივრულად უნდა მოვიხმაროთ. დრო სწრაფწარმავალია; "აწმყო იმდენად ხანმოკლეა, რომ გვეჩვენება, საერთოდაც არ არსებობს იგი. თითქოს დაბადებამდევე დაასრულაო სიცოცხლე", - წერდა სენეკა. ჩვენ კი არ ვაფასებთ ... იხილეთ სრულად
ერთ ბრძენს ჰკითხეს, რომელი დროაო ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? მან უპასუხა: აწმყო, რადგან წარსულმა განვლო და უკვე ვეღარაფერს შეცვლი, მომავალი კი არ დამდგარა და არც იცი, რას შემოგთავაზებს ან რამდენად ხანგრძლივი იქნება იგი. გასაკე... იხილეთ სრულად