ხორციელი თავშეკავება ქრისტიანისთვის პირველდაწყებითი სწავლებაა. ამის შემდეგ მეტი მოგვეთხოვება, ვისწავლოთ გონების, გულისა და ნების მოთოკვა. გონებას თუ მოვთოკავთ, მასში უწმინდურ ფიქრებს ადგილი აღარ ექნება. გულს თუ მოვთოკავთ, ვნებიანი...
იხილეთ სრულად
ხორციელი თავშეკავება ქრისტიანისთვის პირველდაწყებითი სწავლებაა. ამის შემდეგ მეტი მოგვეთხოვება, ვისწავლოთ გონების, გულისა და ნების მოთოკვა. გონებას თუ მოვთოკავთ, მასში უწმინდურ ფიქრებს ადგილი აღარ ექნება. გულს თუ მოვთოკავთ, ვნებიანი გულისთქმები განიდევნება, საკუთარ ნებას თუ შევზღუდავთ, მაცდური და დემონური აზრები განგვეშორებიან.
რთულია პიროვნების სულიერი სამყარო, მასში ორი ძალა მოქმედებს: სიკეთისა და ბოროტებისკენ მიმართული. მოციქული პავლე გრძნობდა რა შინაგან გაორებას, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერდა: "რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი, რამეთუ არა რომელი-იგი მე ...
იხილეთ სრულად
რთულია პიროვნების სულიერი სამყარო, მასში ორი ძალა მოქმედებს: სიკეთისა და ბოროტებისკენ მიმართული. მოციქული პავლე გრძნობდა რა შინაგან გაორებას, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერდა: "რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი, რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვჰყოფ" (რომ. 7,15). მშვენივრად თქვა ჰაინრიხ ჰაინემ: "მსოფლიო ორად გაიყო და ბზარმა ჩემს გულზე გაიარა".
ასე წერდა გულის შესახებ ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ-მდე III საუკუნეში ჩინელი მოაზროვნე სიუნ-ცზი: "გული მპყრობელია სხეულისა, განმგებელია სიბრძნისა. იგი მბრძანებლობს, თვით კი არავის ემორჩილება; ის კრძალავს ან აიძულებს რაიმეს იმოძრაოს, აღძრა...
იხილეთ სრულად
ასე წერდა გულის შესახებ ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ-მდე III საუკუნეში ჩინელი მოაზროვნე სიუნ-ცზი: "გული მპყრობელია სხეულისა, განმგებელია სიბრძნისა. იგი მბრძანებლობს, თვით კი არავის ემორჩილება; ის კრძალავს ან აიძულებს რაიმეს იმოძრაოს, აღძრავს სურვილს მითვისებისას, აღებისას, მოქმედების ან გაჩერებისას. ამიტომაც შეგვიძლია, ჩვენი ნებით დავიდუმოთ ენა ან ვილაპარაკოთ, სხეული მოვხაროთ ან გავშალოთ. გულს ვერ დააშინებ, ვერ შეაცვლევინებ გადაწყვეტილებას. იგი იღებს მხოლ...
ღმერთი არის შემქმნელი ჩვენი გულისა. იგი განსწმედს და განაახლებს მას, ოღონდ ხელი არ უნდა შევუშალოთ და ჩვენი ნება არ უნდა დავუპირისპიროთ მის მაცხოვნებელ და აღმადგინებელ ძალას. ეს კი გულისხმობს ღვთის მცნებების, ღვთის კანონების აღსრულ...
იხილეთ სრულად
ღმერთი არის შემქმნელი ჩვენი გულისა. იგი განსწმედს და განაახლებს მას, ოღონდ ხელი არ უნდა შევუშალოთ და ჩვენი ნება არ უნდა დავუპირისპიროთ მის მაცხოვნებელ და აღმადგინებელ ძალას. ეს კი გულისხმობს ღვთის მცნებების, ღვთის კანონების აღსრულებას.
განარიდეთ გულნი თქვენნი შურსა, ხედვიდეთ რა წარმატებას მოყვასისა თქვენისა, იხარებდეთ მის თანა. დაეხმარეთ ნიჭმიმადლებულს, გამოავლინოს თავისი შესაძლებლობანი. გახსოვდეთ, ღმერთი თქვენს გულს ხედავს და მოგაგებთ სიმდიდრისაებრ გულისა თქვენ...
იხილეთ სრულად
განარიდეთ გულნი თქვენნი შურსა, ხედვიდეთ რა წარმატებას მოყვასისა თქვენისა, იხარებდეთ მის თანა. დაეხმარეთ ნიჭმიმადლებულს, გამოავლინოს თავისი შესაძლებლობანი. გახსოვდეთ, ღმერთი თქვენს გულს ხედავს და მოგაგებთ სიმდიდრისაებრ გულისა თქვენისა.