ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
როგორც ღამის მნათობნი უფერულდებიან მზის სინათლეზე, მსგავსად ამისა, ჩვენს მწუხარებას, გასაჭირს, განსაცდელსა და სევდას განაქარვებს წმიდა პასექის დღე, რადგან მარადიულობა გაცილებით ღრმა და დიადია, ვიდრე ჩვენი მიწიერი, წარმავალი და ყოვ... იხილეთ სრულად
მარადიულობა გაცილებით ღრმა და დიადია, ვიდრე ჩვენი მიწიერი, წარმავალი და ყოველდღიური განსაცდელით სავსე ყოფა.
კვლავ იმედითა და სიხარულით ვეგებებით მაცხოვრის აღდგომის დაუღამებელ დღეს, ვეგებებით მას, როგორც ზეიმს სულიწმიდისა, ზატიკს სიყვარულისა, დღესასწაულს სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისა.
ქრისტეს აღდგომა არის დღესასწაული ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებისა და იმედისა, ზეიმი სიცოცხლისა, სიკვდილის დამთრგუნველისა.
ჩვენ ყველანი ღვთის წინაშე დავდივართ. იგი ხედავს როგორც ჩვენს საქმეს, ისე ჩვენს ფიქრებს და აზრებს. ყოვლისმხედველი თვალი უფლისა მუდამ თანა გვდევს და მოგვაგებს დამსახურებისამებრ.
ღვაწლის გარეშე წარმოუდგენელია იმ ზნეობრივი თვისებების შეძენა, რაც აუცილებელია ჩვენი უკვდავი სულისათვის.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ შრომა, შრომა დაუღალავი და თავდადებული, მსგავსად იმ ქვეყნის მოქალაქეებისა, რომელთა ყოფასაც შევნატრით.