განა შეიძლება ამის შემდეგ გვშურდეს არაწმიდა ადამიანების მიწიერი ბედნიერებისა? განა პირიქით, არ უნდა გვებრალებოდეს, როგორც ამ გარეგნული კეთილდღეობით ღვთის წყალობის სრულად მიმღებელნი, შესაძლოა, იმ პატარა კეთილი ქმედებებისათვის, რომე...
იხილეთ სრულად
განა შეიძლება ამის შემდეგ გვშურდეს არაწმიდა ადამიანების მიწიერი ბედნიერებისა? განა პირიქით, არ უნდა გვებრალებოდეს, როგორც ამ გარეგნული კეთილდღეობით ღვთის წყალობის სრულად მიმღებელნი, შესაძლოა, იმ პატარა კეთილი ქმედებებისათვის, რომელსაც ისინი ოდესღაც თავის ცხოვრებაში აღასრულებდნენ; ამიტომ სიკვდილის შემდეგაც სრულად მიიღებენ მართალი მსაჯულისაგან ყველა იმ არაწმიდებისათვის, რომლითაც სავსე იყო მათი ცხოვრება. "არაწმიდათა გზა ფართოა, - წერს წმიდა ტიხონ ზა...
თვით სიკვდილი ცოდვილისათვის მარადიული ტანჯვის დასაწყისია, რომლის შესახებაც ძრწოლის გარეშე მას ფიქრიც კი არ შეუძლია; მართალთათვის სიკეთისა და ჭეშმარიტების მდევნელთა მიერ მიყენებული ძალადობით სიკვდილიც კი მხოლოდ მათი უდიდესი სურვილი...
იხილეთ სრულად
თვით სიკვდილი ცოდვილისათვის მარადიული ტანჯვის დასაწყისია, რომლის შესახებაც ძრწოლის გარეშე მას ფიქრიც კი არ შეუძლია; მართალთათვის სიკეთისა და ჭეშმარიტების მდევნელთა მიერ მიყენებული ძალადობით სიკვდილიც კი მხოლოდ მათი უდიდესი სურვილის აღსრულებაა, რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდნენ ღმერთთან, მათი აზროვნების, სურვილისა და სიყვარულის ერთადერთ უმაღლეს საგანთან.
წმიდათაგან არავის ისე არ ვნებულა, როგორც - მოწამენი. მაგრამ მათ უხაროდათ და ილხენდნენ უსასტიკესი წამების დროსაც კი. ეს იმიტომ, რომ "თუ სული ზეცაშია", როგორც ტერტულიანე ბრძანებს, "მაშინ სხეული უკვე ვეღარ გრძნობს მიწიერი ბორკილების ...
იხილეთ სრულად
წმიდათაგან არავის ისე არ ვნებულა, როგორც - მოწამენი. მაგრამ მათ უხაროდათ და ილხენდნენ უსასტიკესი წამების დროსაც კი. ეს იმიტომ, რომ "თუ სული ზეცაშია", როგორც ტერტულიანე ბრძანებს, "მაშინ სხეული უკვე ვეღარ გრძნობს მიწიერი ბორკილების სიმძიმეს: მას ადამიანი სრულად მიჰყავს თავისთან.
განა შესაძლებელია, კმაყოფილებისა და ნეტარების იმ მდგომარეობის წარმოდგენა, როგორშიც მართალთა სულები არიან სიკვდილის შემდეგ? "რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუა...
იხილეთ სრულად
განა შესაძლებელია, კმაყოფილებისა და ნეტარების იმ მდგომარეობის წარმოდგენა, როგორშიც მართალთა სულები არიან სიკვდილის შემდეგ? "რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა" (1 კორ. 2, 9). მათი სხეულები აღდგომისას სრულ გარდასახვამდე უკვე იღებენ სასწაულებრივ ძალას, არ იხრწნებიან კუბოში და კეთილსურნელებას აფრქვევენ მორწმუნეთათვის.
თუ შესაძლებელია და თუ საჭიროა თვით ყოვლადწმიდა ღმერთის მიბაძვა (მათე 5, 48; ეფ. 5, 1). მაშ, როგორ ვთქვათ უარი იმაზე, რომ მივბაძოთ წმიდა ადამიანებს, რომლებსაც აშკარად გაცილებით მისაწვდომად და აშკარად გვაჩვენებენ ღვთისთვის მიბაძვის ...
იხილეთ სრულად
თუ შესაძლებელია და თუ საჭიროა თვით ყოვლადწმიდა ღმერთის მიბაძვა (მათე 5, 48; ეფ. 5, 1). მაშ, როგორ ვთქვათ უარი იმაზე, რომ მივბაძოთ წმიდა ადამიანებს, რომლებსაც აშკარად გაცილებით მისაწვდომად და აშკარად გვაჩვენებენ ღვთისთვის მიბაძვის შესაძლებლობას.
ღვთივსათნო და წმიდა ადამიანთა ცხოვრებისა და მოსაგრეობის აღწერის კითხვისას არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ მათი ანგელოზებრივი ცხოვრებით გაოცებით. უნდა ვეცადოთ, რომ ძალისა და შესაძლებლობებისდაგვარად, მივბაძოთ მათ