სასოწარკვეთილება, უიმედობა - ციტატები, გამონათქვამები
სასოწარკვეთილება, უიმედობა - ციტატები, გამონათქვამები სასოწარკვეთილება, უიმედობა, გამონათქვამები
ურწმუნოება კი შობს უიმედობას, უიმედობა უნუგეშობას, სასოწარკვეთილებას და სასოწარკვეთილება სულიერად სიკვდილს, რის შემდეგ ადამიანს ჭირსა და უბედურებასა შინა თავის სიკვდილის მეტი სახსარი არა დარჩენია რა.
ტირილს სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ნეტარად იწოდება არა ის, ვინც ცხოვრებისეულ საკითხებზე ტირის, რადგან ტირილი შეუძლია უძლურ ბოროტებასაც, დამცირებულ სიამაყესაც, შეურაცხყოფილ თავმოყვარეობასაც. განა ცოტა არსებობს ამაო ცრემლი? ... იხილეთ სრულად
დიდება უფალს, რომ მან მოგვცა ჩვენ სინანული და ამით ყველანი გადავრჩებით; ვერ გადარჩებიან მხოლოდ ისინი, რომელნიც არ ინანიებენ, ამაში მე ვხედავ მათ სასოწარკვეთას. ბევრს ვტირი, მეცოდებიან ისინი. მათ არ იციან სულიწმიდით, რა დიდია მოწყა... იხილეთ სრულად
ნურც ცოდვების გამო ჩავარდებით სასოწარკვეთილებაში და ნურც ზედმეტად დავამყარებთ იმედებს კეთილ საქმეებზე.
ცოდვამდე ეშმაკი ღმერთს მოწყალედ წარმოგვიდგენს, ცოდვის შემდეგ კი - მართლმსაჯულად. ეს მისი ეშმაკობაა. შენ კი ამის საწინააღმდეგოდ მოიქეცი. ცოდვამდე ღვთის მართლმსაჯულება წარმოიდგინე, რათა არ შესცოდო, ხოლო შეცოდების შემდეგ იფიქრე ღვთის... იხილეთ სრულად
ჩვენს დაცემამდე დემონები ღმერთს კაცთმოყვარედ წარმოგვიდგენენ, დაცემის შემდგომ კი - შეუწყნარებლად
როდესაც ეშმაკი ცოდვისაკენ გვიბიძგებს, ღვთის წყალობას წარმოგვიდგენს, შეცოდების შემდეგ კი - ღვთის მართლმსაჯულებას.