სიბრძნე - ციტატები, გამონათქვამები
სიბრძნე - ციტატები, გამონათქვამები სიბრძნე, გამონათქვამები, ციტატები
ბოროტ ადამიანს ბრძენი უგუნური ჰგონია, რადგან მისი აზროვნება და მოქმედება ბოროტი ადამიანის მიზეზებისა და მიზნებისათვის სრულიად საწინააღმდეგოა.
ჭეშმარიტი ბრძენი მხოლოდ იმას ცდილობს, რომ კარგად გააკეთოს, მაშინ, როდესაც ცრუბრძენი მხოლოდ ერთს ცდილობს - მასზე ამბობდნენ, რომ იგი კარგად აკეთებს.
გონიერი ბევრს არ ლაპარაკობს. იგი ყოველთვის ერთნაირია. ჭკვიანის გონება ყოველთვის ღვთისკენაა მიმართული. მის გულში ღმერთი სახლობს. გონიერს მხოლოდ ის სურს, რისი მოპოვებაც მას ძალუძს სწორად, ზომიერად გამოიყენებს და სიამოვნებით აცნობებს... იხილეთ სრულად
ვინ არის ბრძენი? - ის, ვინც ყველგან და ყოველთვის ფრთხილად იქცევა და უხილავ ღმერთს, როგორც ხილულს მუდამ თვალწინ იყოლიებს.
კონკრეტული აზრით მხოლოდ ქველმოქმედ და წმიდა ადამიანებს შეიძლება, ეწოდოთ ბრძენნი. ის კი არ არის ბრძენი, ვინც ბევრი იცის, არამედ ის, ვინც კეთილგონიერებით ცხონდა.
როგორც ყოველგვარი საუნჯე ვერ გაქცევს მდიდრად, არამედ - მხოლოდ კეთილგონიერებითა და ზომიერად გამოყენებული, ასევე განათლება ყოველთვის როდი გადაიქცევა სრულყოფილებად. არსებობს სიბრძნის უმაღლესი სახე, რომელიც სიბრძნის გამოყენებაში მდგომ... იხილეთ სრულად
ის, ვინც ერთდროულად არის სიბრძნე, სიმართლე და მადლი, თავის მადლიან მზერას არიდებს მათ, ვინც უსამართლო და უმოწყალო სიბრძნით ამაყობს.
საქმით წარმოაჩინე თავი ბრძნად, რამეთუ არ არსებობს სიტყვა, რომელიც საქმეზე უფრო ბრძენი იქნება