ღვთის ნება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის ნება - ციტატები, გამონათქვამები ღვთის ნება, გამონათქვამები, ციტატები
ღმერთი ჩვენ მხოლოდ გვაცნობს თავის ნებას, რა უყვარს და რა სძულს, რა არის ჩვენთვის სასარგებლო და რა მავნებელი, რით შეგვიძლია ჩვენ, რომ მას სათნო ვეყოთ, ან განვარისხოთ. განსანათლებლად საღმრთო სჯული მოგვცა და ვინც მის ნებას დაემორჩილე... იხილეთ სრულად
გადარჩენა ასე იწყება: ადამიანმა უნდა დაუტეოს თვისი ნება და გულისხმისყოფა და შეიქმნება ღმრთის ნებისა და ზრახვის აღმასრულებელი. ღმრთის ნებას ვერ შევიცნობთ გულისხმისყოფის გარეშე, და ეს უნდა ხდებოდეს არა საკუთარი, არამედ იმათი განსჯის... იხილეთ სრულად
უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების,
განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების.
მამა გაბრიელ, მონასტერში მინდა დარჩენა, აქ ერთი კვირა ვიყავი და არ ვიცი როგორ მოვიქცე, მირჩიეთ რა ვქნა, ვერ გავიგე რა არის ღვთის ნება?
896. რას ეტყოდით ისეთ ადამიანს, რომელიც მიიჩნევს, რომ ზეციური სასუფეველის დამკვიდრებისთვის აუცილებელია დიდი და გამოსაჩენი საქმეების აღსრულება?
48. მრავალნი იტყვიან: ჩემი მოძღვარი გამოუცდელია და ვერ მაძლევს სათანადო დარიგებას. სწორია თუ არა ასეთი მსჯელობა?
დაე იყავნ ისე, როგორც მე მინდა და არა ისე, შემ რომ გსურს - ძის ეს ხელწმიფებამოსილი ხმა ჩაესმის ჩვენს სულს (რომელიც იმ სიტკბოებით დასტურდება, ღვთის თანდასწრებისას რომ ჩნდება), როცა სული ცოდვისაგან თავის დაღწევას ლამობს. იქნება ისე,... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი ქრისტიანე, ღვთის მოსავი კაცი, ყოველთვინ უნდა გამოიცდიდეს, –ვითარცა გვლოცავს წმიდა მოციქული პავლე, – რა იგი არს ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული; ყოვლის ნაბიჯის გადადგმაზედ, ყოველი საქმის დაწყებაზედ, დიდი იყოს, გინა მც... იხილეთ სრულად
ნება ღვთისა ჩვენს მიმართ ისაა, რომ ამქვეყნად მისი სჯული და მცნებანი კეთილად აღვასრულოთ და მომავალ საუკუნეში (ცხოვრებაში) მისგან დაუსრულებელი ნეტარება მივიღოთ. ვინც წირვა-ლოცვას გულმოდგინედ ისმენს, ის შეიტყობს რა არის ნება ღვთისა, ... იხილეთ სრულად