წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

უფალმა გვიქადაგა იმისათვის კი არ ვილოცოთ, რომ შევიტყოთ, თუ რა გვინდა. ჯერ კიდევ ჩვენს ჩასახვამდე

უფალმა გვიქადაგა იმისათვის კი არ ვილოცოთ, რომ შევიტყოთ, თუ რა გვინდა. ჯერ კიდევ ჩვენს ჩასახვამდე მისთვის ნათელია რა გვჭირდება სიცოცხლის ყოველ წამს. არამედ მოგვიწოდა, რომ ჩვენი სულები იზრდებოდნენ, მაღლდებოდნენ, ფართოვდებოდნენ და მწიფდებოდნენ ლოცვის სხივებში. თუ იგი მაშინვე არ ეხმაურება ჩვენს ლოცვებს, ესე იგი სურს, რომ ყოველივე არა ჩვენი, არამედ მისი ნებით იყოს, რაღაც უფრო მეტსა და უკეთესს გვიმზადებს, ვიდრე ლოცვაში შევთხოვთ. სწორედ ამიტომ ყოველი ვედრება მლოცველებმა შემდეგი სიტყვებით უნდა დავამთავროთ: „ხოლო, არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“. (იხ. მათ. 26, 39; მარკ. 14, 26; ლუკ. 22, 42).

 
თემატური კითხვები
0