ზოგიერთი ადამიანის გული ისეა დაკნინებული, რომ არა თუ ღვთისთვის, თავისი ოჯახის წევრებისთვისაც კი არ არის მასში ადგილი. ასეთ პიროვნებას საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი უყვარს. ზოგის გული კი საოცრად დიდია: იქ დაუმკვიდრებია ...
იხილეთ სრულად
ზოგიერთი ადამიანის გული ისეა დაკნინებული, რომ არა თუ ღვთისთვის, თავისი ოჯახის წევრებისთვისაც კი არ არის მასში ადგილი. ასეთ პიროვნებას საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი უყვარს.ზოგის გული კი საოცრად დიდია: იქ დაუმკვიდრებია დიდსა და პატარას, კეთილსა და ბოროტს, წმინდანსა და ცოდვილს... ასე ხდება იმიტომ, რომ ამგვარი გული ტაძარია ღმრთისა, უფალია მასში და ეს ხალხი იქ დავანებული ღვთის გარშემო იკრიბება. ასეთ გულში კეთილი უფრო კეთილი ხდება, ბოროტი და ც...
როდესაც უფალს იპოვი, ყველაფერი შეიცვლება შენში, სხვა თვალით შეხედავ მწუხარებასა და განსაცდელს, დაინახავ მოყვასის გასაჭირს, იმას, რასაც ადრე ვერ ამჩნევდი... ყველას მიენდობი, ყველას შეუნდობ, ყველას შეიყვარებ.
უნდა ვისწავლოთ გზების ძიება ჩვენი ცხოვრების სათავესთან, ჩვენი ყოფისათვის აზრის მომნიჭებელთან, სიყვარულისა და იმედის წყაროსთან - ღმერთთან დასაახლოვებლად.
უფლისაგან - სიკეთისა და ცხოვრების წყაროსაგან განდგომილ სულს მიაჩნია, რომ იგი იზრდება, ვითარდება, წინ მიისწრაფვის... სინამდვილეში კი მასში პატივმოყვარეობა, ამპარტავნება, ეგოიზმი, გულქვაობა ღვივდება...
ცოდნა მსგავსია სინათლისა, რწმენა შეიძლება შევადაროთ სითბოს. როგორც სხეულის ფიზიკური განვითარებისათვის საჭიროა სინათლე და სითბო, ასევე საჭიროა ცოდნა და რწმენა სულიერი ცხოვრებისათვის.
ბრძენი ადამიანი ძილის წინ ყოველთვის აანალიზებს განვლილ დღეს; ფიქრობს, რომელი უარყოფითი თვისება ან მავნე ჩვევა დაძლია, რა გააკეთა ცუდი, რა გააკეთა კარგი...