ათეიზმი, ურწმუნოება - ციტატები, გამონათქვამები ათეიზმი, ურწმუნოება, გამონათქვამები
მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! დიდი ბოროტება ღვთისაგან განშორება ანუ მისი დავიწყება. გარნა სადაც ღმერთია, იქ ყოველივე კეთილია, სადაც კი ღმერთი არ არის, იქ ყოველივე ბოროტია. ვისთანაც ღმერთია, იგი ყოველივე კეთილს აკეთებს, ხოლო ვისთან...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! დიდი ბოროტება ღვთისაგან განშორება ანუ მისი დავიწყება. გარნა სადაც ღმერთია, იქ ყოველივე კეთილია, სადაც კი ღმერთი არ არის, იქ ყოველივე ბოროტია. ვისთანაც ღმერთია, იგი ყოველივე კეთილს აკეთებს, ხოლო ვისთანაც ღმერთი არ არის, იგი ყოველივე ბოროტს აკეთებს, თუ ღმერთი ჩვენე კერძო არს, ამბობს მოციქული პავლე, ვინ არს ძვირიმყოფელ ჩვენდა (რომ. 8, 31), თუ ღმერთი ჩვენი კერძო არ არს, მაშინ ჩვენი მტრები აღდგებიან ჩვენზედ და დაგვამარცხე...
link
მართალია, ხატად და მსგავსად ღვთისა გაჩენილს ადამიანს უნდა სცოდნოდა ჭეშმარიტი ღმერთი და მრავალნი კიდევაც ადიდებდნენ მას, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობამ დაივიწყა იგი, ანუ როგორც ბრძანებს წმ. მოციქული ჰსცვალეს დიდება იგი უხრწნელისა ღმ...
იხილეთ სრულად
მართალია, ხატად და მსგავსად ღვთისა გაჩენილს ადამიანს უნდა სცოდნოდა ჭეშმარიტი ღმერთი და მრავალნი კიდევაც ადიდებდნენ მას, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობამ დაივიწყა იგი, ანუ როგორც ბრძანებს წმ. მოციქული ჰსცვალეს დიდება იგი უხრწნელისა ღმრთისა მსგავსებად ხატისა მის განხრწნადისა კაცისა, და მფრინველთა, და ოთფერხთა და ქვეწარმავალთა (რომ 1, 23). ესეც არ იკმარეს! კაცობრიობას იმოდენად დაუბნელდა გონება, რომ გააღმერთეს საკუთარი ბუნების მოთხოვნილებანი, ვნებანი და...
link
უღმრთოების ქადაგებით იხრწნება ზნეობრივი მხარე, ირღვევა ოჯახობითი სიყვარული და საღმრთო კავშირი, კაცობრიობის კეთილ-დღეობის ნიადაგი ძირითიერთ იფხვრება, სულიერ მადლმოსილი გონებრივი საუნჯე ცარიელდება, ბნელდება ციური ნათელ-მხედველობა ხა...
იხილეთ სრულად
უღმრთოების ქადაგებით იხრწნება ზნეობრივი მხარე, ირღვევა ოჯახობითი სიყვარული და საღმრთო კავშირი, კაცობრიობის კეთილ-დღეობის ნიადაგი ძირითიერთ იფხვრება, სულიერ მადლმოსილი გონებრივი საუნჯე ცარიელდება, ბნელდება ციური ნათელ-მხედველობა ხალხისა და აღვირ-აშვებული უერთდება მხეცთა ბანაკს, რომელთაგან დღესვე თვალ-საჩინოდ სამარცხვინოდ მოქმედებენ ძენი რისხვისანი, ძენი კაენისანი ძმისა ერთ გროშად მკლელნი, ძარცვა-გლეჯით სამშობლოს შემაზარნი და გაველურებულ გრძნობით ა...
link
უღმრთოების მქადაგებელო! რას აშენებ საზოგადო საბედნიერო ერთობაში და რით ეწევი გაჭირვებულ ადამიანობას? არაფერს, თვინიერ ამისა, რომ უბედურების უფსკრულში ყრი ადამიანობას, ქადაგებ იმას, რაც არ იცი და ამტკიცებ იმას, რის დამტკიცება შეუძლ...
იხილეთ სრულად
უღმრთოების მქადაგებელო! რას აშენებ საზოგადო საბედნიერო ერთობაში და რით ეწევი გაჭირვებულ ადამიანობას? არაფერს, თვინიერ ამისა, რომ უბედურების უფსკრულში ყრი ადამიანობას, ქადაგებ იმას, რაც არ იცი და ამტკიცებ იმას, რის დამტკიცება შეუძლებელია.
უღმრთოების ქადაგება მეცნიერება როდია, არამედ მეტიჩრობით ამაყობაა და გადაჭარბებულ სიბრძნის დაჩემებით ცარიელი სიტყვების რახარუხია.
link
ურწმუნოება ჭკუის გალაღებაა, წესიერების დარღვევაააღვირაშობილი უზნეო მეფობაა, სულიერ განათლების დამხობაა, მეცნიერების შეძენის შეფერხებაა და ცხოვრების წინსვლის შემაბრკოლებელია. მრავალნი ურწმუნოების სენით მოწამლულნი სასოწარკვეთილებისკ...
იხილეთ სრულად
ურწმუნოება ჭკუის გალაღებაა, წესიერების დარღვევაააღვირაშობილი უზნეო მეფობაა, სულიერ განათლების დამხობაა, მეცნიერების შეძენის შეფერხებაა და ცხოვრების წინსვლის შემაბრკოლებელია. მრავალნი ურწმუნოების სენით მოწამლულნი სასოწარკვეთილებისკენ მიიზიდვიან და თავს იკლავენ, და ესრეთ წარიწყმედნენ სულსა თვისსა, აუბედურებენ მშობელსა და სამსობლოსაც ეკრგებიან. ღვთის მყოფობის ცნება ბუნებით თანშობილია ადამიანში, ხოლო ურწმუნოება არა ბუნებური თვისებაა, არამედ ზედშემოსრ...
link
ურწმუნოება გონების სიძაბუნეა, სულიერი სიმდიდრის დათრგუნვაა, სათნოების სიღატაკეა, ზნეობრივი ბრძოლის წინაშე სილაჩრეა, კეთილისა და ბოროტის უმნიშვნელოდ გათანასწორებაა, რასაც მხოლოდ შემთხვევისდაგვარად ხმარობენ
ვინმე იტყვის: მე არასოდეს ვედევნები ჩემგან ქრისტეს, ჩემს განმანათლებელს და უპატიურად არ ვეპყრობი მას. მაგრამ შენ არ ხარ მართალი, შენ მას დევნი შენი მოყვასის სახით, და აწბილებთ თავისი თავის სახით, და აი როგორ: ყოველივეს, რასაც შენ ...
იხილეთ სრულად
ვინმე იტყვის: მე არასოდეს ვედევნები ჩემგან ქრისტეს, ჩემს განმანათლებელს და უპატიურად არ ვეპყრობი მას. მაგრამ შენ არ ხარ მართალი, შენ მას დევნი შენი მოყვასის სახით, და აწბილებთ თავისი თავის სახით, და აი როგორ: ყოველივეს, რასაც შენ შენს მოყვასს უკეთებ, კეთილს თუ ბოროტს, ყოველივე იმას თვით უფალს უკეთებ, როგორც თვით ის გვასწავლის სახარებაში: რავდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ (მათ. 25, 40). აწბილებ ქრისტეს თავისი თავის...
link
რაც გინდა შესანიშნავი იყოს კაცი, თუ გინდ მთელს ქვეყანას აკვირვებდეს თვისი ჭკუითა და საქმითა, თუ სარწმუნოება ღვთისა არ ჰქონდა, იგი იქნება მხოლოდ ამ სოფლის შვილი და მუშაკი, იგი ქვიშაზე აშენებს თვისს სახლს, მისი ქება და სახელი იქნება...
იხილეთ სრულად
რაც გინდა შესანიშნავი იყოს კაცი, თუ გინდ მთელს ქვეყანას აკვირვებდეს თვისი ჭკუითა და საქმითა, თუ სარწმუნოება ღვთისა არ ჰქონდა, იგი იქნება მხოლოდ ამ სოფლის შვილი და მუშაკი, იგი ქვიშაზე აშენებს თვისს სახლს, მისი ქება და სახელი იქნება მოკლე, ვითარცა ეს სოფელი და აქაური წუთი ცხოვრება.
link
მაცთურნი, საღმრთო სჯულის წინააღმდეგნი, წვალების და შფოთისა აღმაყენებელნი ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის იქმნებიან ქვვეყანაზედ. მაცხოვარმან ბრძანა, რომ მაცთურნი, სჯულის წინააღმდეგნი, უნებლივად გაჩნდებიან და საჭიროც იქნება მათი მოსვლ...
იხილეთ სრულად
მაცთურნი, საღმრთო სჯულის წინააღმდეგნი, წვალების და შფოთისა აღმაყენებელნი ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის იქმნებიან ქვვეყანაზედ. მაცხოვარმან ბრძანა, რომ მაცთურნი, სჯულის წინააღმდეგნი, უნებლივად გაჩნდებიან და საჭიროც იქნება მათი მოსვლა და წინააღმდეგობა, მისთვის, რათა რჩეულნიცა მორწმუნენი ცხადად გამოჩნდნენ და გამოეყონ ურწმუნოთა. კაცის სარწმუნოებას და ერთგულებას თუ მომჭიდავე და მტერი არა ჰყავს, რით უნდა გამოჩნდეს იგი და გაილესოს? სწორედ ამ მიზეზისათვის...
link
ურწმუნოება არის ორნაირი: ერთი გამოსჩნდება სიტყვათა შინა, მეორე საქმეთა შინა. მარტო ის არ არის ურწმუნო, რომელიცა სიტყვითა მხოლოდ იტყვის: მე არაფერი მრწამსო. არამედ ისიც ურწმუნო არის, რომელი ენითა აღიარებს სარწმუნოებასა, გარნა ყოველ...
იხილეთ სრულად
ურწმუნოება არის ორნაირი: ერთი გამოსჩნდება სიტყვათა შინა, მეორე საქმეთა შინა. მარტო ის არ არის ურწმუნო, რომელიცა სიტყვითა მხოლოდ იტყვის: მე არაფერი მრწამსო. არამედ ისიც ურწმუნო არის, რომელი ენითა აღიარებს სარწმუნოებასა, გარნა ყოველი საქმე მისი არის სჯულის წინააღმდეგი.
link