სიბრძნე - ციტატები, გამონათქვამები
სიბრძნე - ციტატები, გამონათქვამები სიბრძნე, გამონათქვამები, ციტატები
ჭეშმარიტად ბრძენი ღვთის ხორცშესხმული სიბრძნის მსგავსად ჯერ ქმნის და შემდგომ განსწავლის (საქმე მოც. 1, 1); ჯერ კანონს აღასრულებს, შემდეგ კი ბრძანებს, ან ურჩევს და არ ანგრევს იმას მაგალითით, რასაც ასწავლის სიტყვით ან ძალაუფლებით.
ჭეშმარიტი სიბრძნე, მხოლოდ ჭეშმარიტების შიშველ, გონებრივ ცოდნაში როდია, არამედ - მის შესაბამის გარეგნულ მოღვაწეობაშიც.
საკუთარ სიბრძნეზე მეოცნებე გონება უწყლო ღრუბელია, რომელიც პატივმოყვარეობისა და ამპარტავნების ქარს მიაქვს.
იარე გზით, რომელსაც ღმერთთან მიჰყავხარ და იმავე გზით მიუახლოვდები სიბრძნეს. უფლისაკენ მიმავალი გზა ცნობილია: ღვთისმოსაური აზროვნება, ლოცვა, რწმენა.
ნუთუ ფიქრობენ, რომ ღვთის და ქრისტეს ჭეშმარიტება განზე დგას ბუნებრივი ჭეშმარიტებისაგან, რომელიც სასარგებლოა ადამიანისა და საზოგადოებისათვის და რომ ამ უკანასკნელს ისევე შეუძლია პირველის გარეშე ცხოვრება, როგორც - მასთან შეერთებით?! შ... იხილეთ სრულად
ადამიანური სიბრძნე მთვარეს ჰგავს, ღამის სიბნელეს უნათებს ადამიანს მხოლოდ მაშინ, როდესაც თავის ნათელს იგი სიბრძნესა და საღვთო ჭეშმარიტებას დაესესხება. შეხედეთ, რა ემართება მთვარეს, როდესაც დედამიწის შავიჩრდილი მის დისკზე წევს? მაში... იხილეთ სრულად
მოსაწყენია ადამიანური სიბრძნე, როდესაც იგი მხოლოდ საკუთარი განათლებით ხელმძღვანელობს, ან, უფრო სწორად - საკუთარი სიბნელით.