სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
მიწაზე მწოლისთვის მიცემით ზეცაში დაბრძანებულს აძლევ
ღარიბი ხელი ქრისტეს საგანძურის მცველია: რასაც ღატაკი ღებულობს, მას ქრისტე იღებს.
მოწყალებას ღატაკს აძლევ, ქრისტე კი ღებულობს მას
ადამიანისთვის მიცემით ღვთისაგან ვიღებთ
მოყვასის დამხმარე ხელი ღვთის მოწყალებისაკენ გაიწვდის ხელს
ო, საბრალო მიწაზე მოგზაურები! სად მივდივართ, თუკი არ მივუყვებით ქრისტიანული მოწყალების გზას ქრისტეს მოწყალებისაკენ.
ნეტარია, ვისაც წმიდა გრიგოლ ნოსელთან ერთად შეუძლია თქვას: "უფალო! ისევე მომექეცი, როგორც მე სხვებს ვექცეოდი!"
შენ ფულს აძლევ გლახაკებს, ისინი კი ღვთის წინაშე გშუამდგომლობენ
მოწყალების გაღებისას გაღატაკების ნუ გეშინია. ვინც ღმერთსა და ღატაკებს ემსახურება, იგი ღარიბი არასოდეს იქნება. "მოწყალე ხელი არ გაღატაკდება".
ვინც ღატაკს შეიწყალებს, მას მფარველად ღმერთი ჰყავს
სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები