სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
|
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
მცირე თანხას ღვთის წინაშე მადლმოსილი გულმოდგინება ფასდაუდებელს ხდის
მოწყალების ძალა იმაში კი არ არის: ბევრს გაიღებ თუ ცოტას, არამედ იმაში, რომ მისცე არანაკლები, ვიდრე - შეგიძლია.
მოწყალების გაღება მაინც შეგიძლია, ძალიან ღარიბიც რომ იყო, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე - გთხოვენ.
თითქმის არ არსებობს არცერთი ღარიბი, რომელსაც სამართლიანად შეეძლოს მოწყალების საქმისათვის თავის არიდება
არაფერი ისე არ სათნოჰყოფს ადამიანს ღვთის წინაშე, როგორც - მოწყალება
უდიდესი საქმეა - ადამიანი! ამაზე უძვირფასესია მოწყალე ადამიანი
ცხოვრებაში ბედნიერია ის, ვისაც სხვების გაბედნიერება შეუძლია
ნეტარია, ვინც იმისათვის მარხულობს, რომ ღარიბებს აჭამოს
ის კი არ არის ჭეშმარიტად გულმოწყალე, რომელიც მოჭარბებულიდან აძლევს, არამედ ის, ვინც საჭიროსაც მოიკლებს ღატაკებისათვის.
ღატაკებს შეუძლიათ, სხვა ღატაკებისათვის ითხოვონ, გაუნაწილონ მათ თავიანთი პური, იშრომონ მათთვის, დაეხმარონ ავადმყოფობის, გასაჭირის, დევნის ჟამს.