წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) |
რად უღირს ადამიანს ეს სოფელი, თუ მას მალე უნდა განეშოროს და გაქრეს, როგორც ზმანება.
ორი საპირისპირო სულის გავლენა, ღვთაებრივისა და დემონურის, ყველაზე ნათლად ადამიანზე აისახება. ადამიანი ერთისა და მეორის კულმინაციაა. ჰეროდია და იოანე - აი, ადამიანური ბუნების ორი უკიდურესობა.
განიარაღებულ მტერს ნუ მოკლავ. ტყვეობაში მყოფი შემოსე და დააპურე. მშობლების ცოდვას შვილებს ნუ მოჰკითხავ. რწმენის შეცვლას ნუ აიძულებ. როცა ჯარისკაცი მწყობრში არ დგას, მის თავისუფლებას ნუ შეზღუდავ. ქალის პატიოსნებას ნუ შეურაცხყოფ - ე... იხილეთ სრულად
ორი ადამიანი არასდროს არ შეიძლება იყოს თანაბრად პასუხისმგებელი ერთსა და იმავე ცოდვაზე.
არ შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ერთ რამეს აქვს აზრი, ხოლო ყველაფერი დანარჩენი აზრს მოკლებულია. პირიქით, თუ აზრი არსებობს, მაშინ იგი ყველაფერშია: ადამიანში, საგნებში, მოვლენებში, ურთიერთდამოკიდებულებაში, მოძრაობაში, სიზმრებში, ერთი ... იხილეთ სრულად