სიმშვიდე - ციტატები, გამონათქვამები
სიმშვიდე - ციტატები, გამონათქვამები სიმშვიდე, გამონათქვამები, ციტატები
როდესაც შინაგან სიმშვიდეს ვკარგავთ, ვკარგავთ სიმშვიდეს ჩვენს გარშემოც. ხსნის გზა ერთადერთია: სინანულის საშუალებით უნდა აღვიდგინოთ ჩვენს სულში დარღვეული ჰარმონია, წმიდა ზიარებით უნდა მივეახლოთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, უნდა ვეცად... იხილეთ სრულად
„მშვიდობა თქვენდა!“ - ეს იყო აღდგომილი მაცხოვრის პირველი სიტყვები (ინ. 20, 19); რომ შეიცნო არსი და სიღრმე ქრისტეს აღდგომისა და შენც გახდე თანამოზიარე ამ დიადი ზეიმისა, ყოვლისმომცველი მშვიდობაა საჭირო. მშვიდობა ღმერთთან, მოყვასთან,... იხილეთ სრულად
ტაძარი ოაზისია, სადაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ორომტრიალით, ღელვითა და ამაოებით დაღლილი სული შინაგან მშვიდობასა და სიწყნარეს პოვებს.
იმისათვის, რომ ადამიანი სულიერ სიყვარულსა და სიხარულს მუდამ გრძნობდეს, აუცილებელია შინაგანი მშვიდობა, მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან.
დამდაბლებით, ცხოვრების ქურაში გატარებით, ამპარტავნებისა და პატივმოყვარეობის ცოდვისგან გვკურნავს მაცხოვარი და გვეხმარება, რომ თავმდაბლობა, შინაგანი სიმშვიდე და წონასწორობა მოვიპოვოთ.
დარღვეულია მშვიდობა ჩვენს სულში, დარღვეულია მშვიდობა ჩვენს გარშემო; ამის მიზეზი ცოდვაა და ღმერთთან კავშირის დაკარგვა.
ადამიანმა ბოროტად გამოიყენა თავისუფალი ნება, გაჩენის დღიდან რომ მოემადლა მას. მან უარყო ღვთის მცნება და, იგემა რა ნაყოფი ხისაგან შემეცნებისა კეთილისა და ბოროტისა, დაკარგა ერთობა ღმერთთან, რის გამოც დაკარგა შინაგანი მთლიანობა და სუ... იხილეთ სრულად
„ჰყოფდით ურთიერთას მშვიდობასა!“ (მკ. 9, 50) - მოწაფეებისადმი მიმართული ამ სიტყვებით მაცხოვარმა ადამიანურ ურთიერთობათა დაურღვეველი კანონი დაგვიწესა. ამისკენვე მოგვიწოდებს პავლე მოციქული: მშჳდობაჲ იგი ღმრთისაჲ განმტკიცენინ გულთა შინ... იხილეთ სრულად
პირველმამის, ადამის, სახით კაცმა დაკარგა მშვიდობა ღმერთთან. მშვიდობა მოყვასთან დაარღვია ადამის ძე კაენმა, თანამედროვე ადამიანი კი მოსწყდა ბუნებას; ყოველივე ამის შედეგად დავკარგეთ შინაგანი მშვიდობა. ცნობილი ქართველი მწერალი და საზო... იხილეთ სრულად
ერთ-ერთი დიდი მადლი, რომელიც აუცილებელია თითოეული ჩვენგანისათვის, არის მშვიდობა, ამ სიტყვის ფართო გაგებით: მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა ბუნებასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან - აი, ის პირობები, რაც აუცილებელია ადამ... იხილეთ სრულად