სიმშვიდე - ციტატები, გამონათქვამები
სიმშვიდე - ციტატები, გამონათქვამები სიმშვიდე, გამონათქვამები, ციტატები
უფალი ისეთი ძალაა, რომელთანაც ყოველთვის მშვიდად ვიქნებით; მასთან სიღატაკეშიც მდიდარნი ვართ, მწუხარების ჟამსაც – ნუგეშინისცემულნი, უსამართლოდ დამცირებისას – ამაღლებულნი, თვით სიკვდილშიც კი – გამარჯვებულნი.
სამართლიანობა დიდად განაპირობებს როგორც ცალკეული პიროვნების, ისე ქვეყნის სიმშვიდეს. მძიმეა გზა სიმართლისა, მაგრამ ისაა ერთადერთი და გადამრჩენელი გზა
უფლისმიერი მშვიდობა ეს არის განწმენდილი სინდისის სიმშვიდე, ანუ მდგომარეობა იმ ადამიანისა, რომლის სულშიც მოხდა ფერისცვალება და თავმდაბლობითა და სინანულით მიღებული წმინდა ზიარებით აღდგა ჩატეხილი ხიდი ღმერთთან, მოყვასსა და საკუთარ თა... იხილეთ სრულად
მხოლოდ ეკლესიაში პოვებს კაცი ცხოვრების აზრს და შინაგან მშვიდობას, რადგან აქ ხდება ადამიანის შეხვედრა უფალთან. ერთ პიროვნებას, რომელსაც დიდი განსაცდელი შეხვდა, ჰკითხეს: საიდან გაქვს ასეთი შინაგანი სიმტკიცე და ღრმა რწმენა? პასუხი ას... იხილეთ სრულად
ძუნწი ანგარებისმოყვარე, რომელსაც მრავალი ამქვეყნიური სიკეთე აქვს, მაგრამ მოკლებულია სიმშვიდესა და მყუდროებას, შეიძლება შევადაროთ ხეს, რომელიც გარედან დაფარულია ფოთლებით და დახუნძლულია ნაყოფით, მაგრამ შიგნიდან კი ჭიები ხრავენ და ახ... იხილეთ სრულად
დიდ არს მშვიდობა სულთა და ხორცთა! იგი აღამაღლებს ბუნებას კაცისასა და მიაახლოებს ღმერთსა.
ანტონი დიდი ამბობდა: -ერთხელ ვიხილე ეშმაკის ყოველგვარი მახე, დედამიწაზე დაგებული და შეძრწუნებულმა ვიკითხე: -არის ვინმე, ვინც ამათ გადაურჩება? მაშინ შემომესმა ხმა: -მხოლოდ თავმდაბალნი და მშვიდნი.