აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები
აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები
ბუნებაზე დამკვირვებელთა აზრით, მტრედები განეშორებიან უწმინდურ ადგილს, ფუტკრებიც ვერ ჩერდებიან კვამლთან; ასევე ღვთის მადლი განეშორება იმ გულს, რომელშიც უწმინდური ზრახვებია და ასე ვთქვათ, ცუდი აზრები ბოლავს.
თუ გრცხვენია, რომ ჩვენი მსგავსი ადამიანები ჩვენი საქმეების გაშიშვლებულ უწმინდურებას ხედავენ, გავიხსენოთ, რომ ყოვლადწმიდა უფალი და მისი წმიდანები ხედავენ ჩვენში ვნებიანი ზრახვებისა და ხორციელი სურვილების ფარულ უწმინდურებას.
გონება და გული სულიერ სფეროს მიეკუთვნება. ამიტომ გულისა და გონების მიერ გარედან მიღებული აზრებისა და შეგრძნებების აღქმას სულიერი ხედვა ეწოდება. მაგრამ ჩვენი სულიერი თვალიც ბრმა არის. ეს სიბრმავე არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გ... იხილეთ სრულად
უფრო მეტად ცხოვრებით ამაღლდი, ვიდრე - აზრით. ცხოვრებამ, შესაძლოა, ღვთის მსგავსი გაგხადოს, აზრს კი უდიდეს დაცემამდე მიჰყავხარ.
მოსეს მიერ უდაბნოში აღმართული სპილენძის გველის ყურება, რომელსაც ქრისტეს ჯვრის ძალა ჰქონდა, სწრაფად კურნავდა შხამიანი გველით დაგესლილებს; ასევე სინანული, რწმენა და ჯვარცმული იესოს ლოცვა სწრაფად კურნავს ვნებიანი აზრების შხამიანი შთა... იხილეთ სრულად
ზრახვებით მოწევნული განსაცდელის ჟამს მტკიცედ და ოხვრით ილოცე: - "უფალო შემიწყალე!", - "უფალო, ნუ დამტოვებ", "ღმერთო შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე" (ფს. 69, 1). და ამის მსგავსად და ზრახვები ვერ დაგჯაბნიან.