მცნებები, მცნებათა დაცვა - ციტატები, გამონათქვამები
მცნებები, მცნებათა დაცვა - ციტატები, გამონათქვამები მცნებები, მცნებათა დაცვა, გამონათქვამები
სიყვარული ღმრთისა დიდი და პირვეოლი მცნებაა ქრისტეს მოძღვრებისა და საფუძველი ქრისტიანული ცხოვრებისა. ამიტომაც უნდა ვზრუნავდეთ, რომ იგი არ შეირყეს ჩვენში და მასთან ერთად ჩვენი სულიერი ცხოვრებაც.
სიყვარული ღმრთისა და მოყვასისა არის ყოველთა უდიდესი მცნება, საძირკველი და წყარო ყოველთა სხვა მცნებათა. ჩვენი სულიერი ღირსება ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით განიზომება. ყოველი ნიჭი და სათნოება რომ გქონდეს, მაგრამ ღმერთისა და მოყვას... იხილეთ სრულად
ვინც სიტყვას არაფრად აგდებს, დაზარალდება, მცნების მოშიში კი სამაგიეროს მიიღებს.
თ. 13-14
როდესაც ღვთის მცნებას დაარღვევ, იტირე მეზვერის სიტყვებით: "ღმერთო! მოწყალე მექმენ მე ცოდვილსა!" ხოლო როდესაც აღასრულებ მათ, თქვი: "მონა ვარ უხმარი და მხოლოდ ღვთის მცნება აღვასრულე".
ნუ მისცემ თავს ნებას, ღვთის მცნებები დაარღვიო ადამიანური ურთიერთობების გამო.
ყოფით ურთიერთობებშიც თუ ცნობილი პირი გარკვეული დროით საკმარისი მიზეზების გარეშე არ მიდის წარჩინებულ სახლში, ამას ისე იგებენ, რომ ამ პირისთვის ძვირფასი არ არის ეს სახლი და მასთან ურთიერთობას წყვეტს. განა იგივე არ ხდება, როდესაც ქრი... იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ ჩვენი ლოცვა ამაოდ არ დარჩეს, ანუ იმისათვის, რომ ისინი უფალმა შეისმინოს და აღასრულოს, საჭიროა, სათნო ვეყოთ ღმერთს. ღვთის მცნებების მორჩილი და სათნო ცხოვრების მქონე არა მხოლოდ აღასრულებს ლოცვებს - საჭირო ყურადღებითა დ... იხილეთ სრულად
ვიღაცამ ამბა ანტონს უთხრა, ჩემთვის ილოცეო, მაგრამ ბერმა უპასუხა: "ვერც მე და ვერც ღმერთი ვერ შეგიწყალებთ, თუ თვითონ არ შეიწყალებ საკუთარ თავს და სათნო არ ეყოფი ღმერთს.
ღვთის მცნებებს რომ არ ემორჩილები, ამით მხოლოდ იმას მიაღწევ, რომ შენთვის წმინდანების მიერ აღვლენილი ლოცვაც კი არ შეისმინება
როდესაც ღვთისგან წყალობა გვსურს, ჯერ უნდა ვაჩვენოთ, რომ ამ წყალობის ღირსნი ვართ.